ფქვილი და შაქარი გადავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე, კარგად გავხსნათ და დავდგათ ცეცხლზე. ვურიოთ გამუდმებით, რომ არ მიიწვას. მასა მალევე დაიწყებს შესქელებას და თუხთუხს. დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 4-5 წთ და დავუმატოთ კარაქი და ვანილი. ვურიოთ კარაქის ჩადნობამდე, გავაერთიანოთ მასა და გადავდგათ ცეცხლიდან. გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში გასაგრილებლად. თავზე დავაფაროთ საკვები ცელოფანი რომ არ გახმეს. კრემი რომ გაცივდება გავთქვიფოთ მიქსერით. ვიღებთ ასეთ ფაფუკ და ძალიან გემრიელ კრემს. გამოიყენებთ როგორც ნამცხვრებში, ისე ტორტებში. ძალიან უხდება ჩინურ ტორტს, ხილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი გემოვნებით, მე გამოვიყენე ნესვი, ატამი, ვაშლატამა და გარგარი. თხილეული სურვილისამებრ. ფორმის ძირზე მოვათავსებთ კრემს, შემდეგ ორცხობილას, ისევ კრემს, ხილს და ასე ვაგრძელებთ, სანამ ინგრედიენტები არ დაგვიმთავრდება. დავაყოვნოთ მაცივარში რამდენიმე საათით და მივირთვათ გემრიელად.