ქათმის ბარკლები გავათავისუფლოთ ძვლისგან და დავიტოვოთ მხოლოდ ბარკლების ანათალი. შემდეგ დავუმატოთ მარილი, მოვასხათ ზეთი და დავამარინადოთ 1 საათის განმავლობაში. ავიღოთ 3 ცალი ბადრიჯანი, გადავუსვათ ზეთი და გავუშვათ ღუმელში გამოსაცხობად. გამომცხვარი ბადრიჯანი მოვათავსოთ კონტეინერში, გადავფუთოთ თერმულად და შევინახოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ავიღოთ დამარინადებული ქათმის ბარკლები და შევწვათ ორივე მხრიდან. ახლა მივუბრუნდეთ ბადრიჯანს და გამოვაცალოთ გულსართი, დავჭრათ წვრილად და გადავიტანოთ თასში. ბადრიჯანს ვუმატებთ მსხვილად დაჭრილ ხახვს, წითელ ბულგარულს და ნიორს. ასევე ვუმატებთ კუბებად დაჭრილ პომიდორს (შეგიძლიათ ჩერი პამიდორი გამოიყენოთ) და ნახევარი ლიმონის წვენს, კახურ ზეთს და სვანურ მარილს. კარგად გადავურიოთ. შემდეგ ავიღოთ ქინძი, დავჭრათ და მოვაყაროთ თავზე. ეს მიღებული სალათა გადავიტანოთ თეფშზე და ქათმის ხორცი ზემოდან დავადოთ.