კექსი დავფხვნათ ან ჩოფერში დავაქუცმაცოთ, შევაზილოთ კარაქი და 26 სმ დიამეტრის გვერდებმოსახსნელ ფორმაში ჩავტკეპნოთ, შევდოთ მაცივარში 1 საათით. ჟელატინი გა-მოვიყენოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. ხაჭო და შაქრის პუდრი ავთქვი-ფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები ფაფუკი მასის მიღებამდე, დავუმატოთ ლიმონის წვენი და ხაჭოს მასა, შევურიოთ ჟელატინი და გადავანაწილოთ კექსზე. ნამცხვარი მაცივარში შევაბრუნოთ. მარწყვი დავჭრათ, გადავანაწილოთ ხაჭოს მასაზე და მოვასხათ მარწყვის ჟელე, რომელიც შეფუთვაზე მოცემული წესით უნდა მოვამზადოთ. ნამცხვარი მაცივარში 6 საათით დავაყოვნოთ.