კვერცხი შაქართან, მწიკვ მარილთან და ვანილთან ერთად გავთქვიფოთ ხელის სათქვეფით. დავუმატოთ 2 ცალი დაჭყლეტილი ბანანი და ზეთი. დავუმატოთ სოდა/ძმრით და ბოლოს ფქვილი და დაჭრილი შოკოლადი ან ნიგოზი. გადავიტანოთ ფორმაში, ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი შუაზე გაჭრილი ბანანი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 50 წთ.