ბისკვიტის მომზდება: კვერცხის გული და ცილა განვაცალკევოთ. ცილა ამოვიყვანოთ გამყარებამდე, შემდეგ ვუმატებთ ნელ-ნელა შაქარს, კვერცხის გულებს, ვანილს, ბოლოს კი გაცრილ ფქვილს. ამოვურევთ ხის კოვით ფრთხილად. ვაცხობთ 150 გრადუსზე, დაახლოებით 1,5 საათით, მზაობამდე. კრემის მომზადება: მოხარშული კრემი: 2 ც. კვერცხს დავუმატოთ შაქარი და გავთქვიფოთ მსუბუქად, დავუმატოთ ფქვილი და თბილი რძე, შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. მასა რომ შესქელდება გადმოვდგათ, დავუმატოთ 100 გრ. კარაქი და ვანილი. კარგად გავაციოთ. ცალკე გავთქვიფოთ დარჩენილი 200გრ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის), დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის მოხარშული კრემი, ბოლოს კი შესქელებული რძე. მარწვი დავჭრათ, მოვაყაროთ შაქარი და დავაყოვნოთ რამდენიმე საათით, სანამ წვენს არ გამოუშვებს. (მარწყვი მოვიტოვოთ მოსართავად). ბისკვიტი დავნამოთ მარწყვის წვენით, დავუმატოთ 1ს/კ კონიაკი. გემრიელად მიირთვით!