ბისკვიტის მომზადება: დიამეტრი 25 სმ, ვდგამთ შუაში, ცხვება 170 გრადუსზე,ზედა-ქვედა წვაზე 1 საათი. შეგიძლიათ გამოაცხოთ მხოლოდ ქვედა წვაზე 170 გრადუსზე 1საათი და 15 წუთი ჩემს ღუმელს ასე ჭირდება,თქვენ მაიმც შეამოწმეთ ხის ჩხირით მზაობა. კრემის მომზადება: მოხარშეთ კრემი: კარაქი და რძე ერთად კარგად მოურიეთ, რათა ფაფა მიიღოთ. ფაფას ვაგრილებთ ოთახის ტემპერატურამდე და ვუმატებთ 400 გრ ოთახის ტემპერატურის კარგად ამოყვანილ კარაქსს. გაითვალისწინეთ, მე ფაფას ვამზადებ წინა ღამით, მოვადუღებ, ვტოვებ მთელი ღამით და იმ ღამესვე გამოვიღებ კარაქსაც, რომ ორივე იყოს ერთნაირი ტემპერატურის. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კრემი აიჭრას. დასანამი: დასანამად გამოვიყენე ქოქოსის რძე. შუაგულში მოვათავსე დაჭრილი მარწყვი, რომელსაც დავამატე 2 ს/კ ლიქიორი და ვანილი, ხილის რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული.