ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი, ვანილი და ავთქვიფოთ, თანდათან დავუმატოთ შაქარი და ავთქვიფოთ მყარი ბეზე. ყავა მოვათავსოთ ყავის სახარშში და მოვხარშოთ. თუ სპეციალური ყავის სახარში არ გვაქვს, ჩვეულებრივ მოვხარშოთ, ვადუღოთ 1 წუთი და შემდეგ დოლბანდში გავწუროთ. სითხე დავატკბოთ სურვილისამებრ, გადავანაწილოთ ჭიქებში და მოვრთოთ ბეზეთი. სასმელს ზემოდან მოვაყაროთ დაფქული თხილი.