კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ კარაქი და ზეთი, ვანილი, მაწონი, სოდა-ძმრით, კაკაო და ბოლოს ფქვილი. (ისეთი სისქის უნდა გამოვიდეს, როგორსაც ხედავთ ვიდეოში). ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოვაყაროთ შოკოლადის ფილები, ჩხირის დახმარებით მსუბუქად ამოვურიოთ. გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-50 წუთით.