ცომი მომზადება: 400 გრ ფქვილს დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის 300 გრ კარაქი ან მარგარინი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში. შემდეგ დავუმატოთ 2 ც კვერცხის გული (ცილა არ გადაღვაროთ დაგჭირდებათ) და 200 გრ არაჟანი. მოვზილოთ ცომი, დამატებით შეიძლება დაგჭირდეთ 50 გრ ფქვილი, რომ ცომი ერთ გუნდად შეიკრას. გავახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ მაცივარში. შიგთავსის მომზადება: 350 გრ ფქვილს დავუმატოთ 250 გრ შაქარი და ცოტა ვანილი, 170 გრ კარაქი, კარგად ავურიოთ და დავუბრუნდეთ ცომს. ცომი გავყოთ 2 ნაწილად, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ შენახული კვერცხის ცილა. შემდეგ მოვაყაროთ ნახევარი შიგთავსი, ხელით კარგად დავტკეპნოთ და მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტად. კიდევ ერთხელ გავაბრტყელოთ რულეტის ფორმა და წავუსვათ კვერცხის გული. შემდეგ დავჭრათ სასურველ ზომებად და ფორმებად. გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წთ. აუცილებლად მიირთვით სრულად გაგრილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტკბოს ვერ იგრძნობთ.