როგორ მოვამზადოთ ბადაგი? - გამოცდილი დიასახლისის საიდუმლო
ბადაგის მომზადება შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და საპასუხისმგებლო ტრადიციაა. სწორედ კარგად დადუღებული ბადაგია ის მთავარი საფუძველი, რომლითაც მოგვიანებით საუკეთესო თათარას, ჩურჩხელებსა და ფელამუშს ვამზადებთ.
ფეისბუქჯგუფ „გემრიელიას“ მომხმარებელი Nino Beriashvili ბადაგის მომზადების საკუთარ, გამოცდილ რეცეპტს გვიზიარებს. თუ გსურთ, რომ ბადაგი კარგად შეინახოს, იყოს კაშკაშა, სუფთა და არ დაკრავდეს სიმჟავე, მომზადების ტექნოლოგიისა და პროპორციების დაცვა აუცილებელია.
გთავაზობთ ბადაგის მომზადების რეცეპტს:

ინგრედიენტები და ჭურჭელი
- ყურძნის წვენი: 50 ლიტრი
- ჭურჭელი: დიდი ქვაბი, წმინდა საცერი, წინასწარ დარეცხილი და მშრალი ქილები თავსახურებით.
მომზადების ეტაპები:
- ჩაასხით 50 ლიტრი ყურძნის წვენი ქვაბში და შემოდგით ცეცხლზე.
- წვენი კარგად რომ ადუღდება, გულდასმით მოაცილეთ ზედაპირიდან ქაფი.
- ადუღეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ სითხე განახევრდება - 50 ლიტრიდან უნდა მიიღოთ 25 ლიტრი სქელი, ტკბილი ბადაგი.
- ცხელი ბადაგი აუცილებლად გავწუროთ წმინდა საცერში, სანამ ქილებში ჩავასხამთ, რომ მივიღოთ სუფთა და გამჭვირვალე მასა.
- მდუღარე ბადაგი პირდაპირ ჩაასხით წინასწარ მომზადებულ (დარეცხილ და მშრალ) ქილებში და მჭიდროდ დაუჭირეთ თავსახურები.
