ორი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამზარეულოში, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არ უნდა დადგათ - Gemrielia.ge

ორი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამზარეულოში, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არ უნდა დადგათ

სამზარეულოს მოწყობა, განსაკუთრებით ახალ სახლში გადასვლისას, რთული ამოცანაა. ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთმანეთის სიახლოვეს განთავსება არარეკომენდებულია. მაგალითად, ასეთია მაცივარი და მიკროტალღური ღუმელი.

რატომ არ უნდა დავდგათ ისინი ერთმანეთზე?

samzareulo-1786603729.jpg

როგორც გამოცემა Kertvar წერს, ბევრი მიკროტალღურ ღუმელს პირდაპირ მაცივარზე ათავსებს - ძირითადად სივრცის დაზოგვისა და კომფორტის მიზნით: გამოიღებ პროდუქტს მაცივრიდან და იქვე აცხელებ. თუმცა, სპეციალისტები ამ პრაქტიკას უსაფრთხოს არ უწოდებენ.

1. ელექტროენერგიის გადატვირთვა

მაცივარიც და მიკროტალღური ღუმელიც მაღალი სიმძლავრის ელექტრო ხელსაწყოებია. თუ მათ ერთ ორმაგ როზეტში შეაერთებთ, შესაძლოა ის გადახურდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ამან შესაძლოა ხანძარიც კი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარის ალბათობა მცირეა, ელექტროქსელის ზედმეტი გადატვირთვა ყოველთვის საფრთხისშემცველია.

2. ვენტილაციის პრობლემა

ორივე ხელსაწყოს ნორმალური ვენტილაცია ესაჭიროება. მიკროტალღური ღუმელი მუშაობისას დიდ სითბოს გამოყოფს, ამიტომ მისი პირდაპირ მაცივარზე დადგმა არასწორი გადაწყვეტილებაა - ეს ხელს უშლის სითბოს თავისუფალ გაფრქვევას.

3. უსაფრთხოების ნორმები

არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველდღიური უსაფრთხოებაც. მაცივრის ზედაპირიდან ცხელი საკვების გადმოღება არაკომფორტული და პოტენციურად საშიშია. თუ ჭურჭელი შემთხვევით გადატრიალდა, შესაძლებელია მძიმე დამწვრობა მიიღოთ.

როგორ მოვიქცეთ?

samzareulo-1-1786604053.webp

სამზარეულოს მოწყობისას რეკომენდებულია, ჯერ მაცივრისთვის შეარჩიოთ შესაფერისი ადგილი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროთ მიკროტალღური ღუმელის მოსათავსებელი ზონა.

  • იდეალური ვარიანტია: მიკროტალღური ღუმელი დადგათ სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე (სამუშაო ზონაზე), ფანჯრიდან და წყლის ოდნავ მოშორებით.