"საოცარი ტყემალი მოვხარშეთ..." - გურამ ბაღდოშვილის ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი - Gemrielia.ge

"საოცარი ტყემალი მოვხარშეთ..." - გურამ ბაღდოშვილის ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში (Chveni • ჩვენი - ის ფეისბუქ გვერდზე) გვიზიარებს ტყემლის თავისებურ, განსხვავებულ რეცეპტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ზაფხულის საუკეთესო გემოს.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ტყემალი;
  • სხვადასხვა სახის მწვანილი (კამა, ცერეცო, ომბალო, ბეგქონდარა);
  • მწვანე და წითელი ცხარე წიწაკა;
  • ნიორი;
  • მარილი;
  • შაქარი
  • ასპირინი (გამოიყენება 1 ლიტრზე 1 ცალი).

მომზადების წესი:

  1. ტყემალი ჯერ კარგად მოხარშეთ, სანამ არ მიიღებს სასურველ კონსისტენციას.
  2. ცალკე მოამზადეთ მწვანე საკმაზი, რომელიც შედგება წითელი და მწვანე წიწაკისგან, ომბალოსგან, ბეგქონდარასგან, კამასგან, ცერეცოსგან და ცოტა ტარხუნისგან.
  3. მოხარშულ ტყემალს დაუმატეთ მარილი, შაქარი (რადგან ტყემალი მჟავეა), მომზადებული საკმაზი და ასპირინი.
  4. კარგად აურიეთ და ქაფის მოხდის შემდეგ, ცხელი მასა ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში.
  5. ბოლოს ქილები კარგად მოხუფეთ.