ჯანსაღად იკვებებით და მაინც ვერ იკლებთ წონაში? - ლაშა უჩავა მთავარ მიზეზებზე საუბრობს
თანამედროვე ცხოვრების ტემპთან ერთად ჩვენი კვების ჩვევებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მზა და სწრაფი კვების პროდუქტები, გადამუშავებული საკვები, ტკბილი გაზიანი სასმელები და სხვადასხვა საკვები დანამატი ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ ფონზე სულ უფრო ხშირად გვხვდება ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხოლო მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ნაწლავის მიკრობიოტის როლზე ადამიანის ჯანმრთელობისა და წონის რეგულაციაში.
რას მივირთმევთ და რას ვთავაზობთ მომავალ თაობას? არის თუ არა დღევანდელი საკვები ნამდვილად ჯანსაღი? როგორ აისახება ჩვენი კვების რეჟიმი ნივთიერებათა ცვლაზე, რა კავშირია ნაწლავის მიკრობიოტასა და სიმსუქნეს შორის და რატომ მიიჩნევა სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის რეგიონალური ფილიალების ხელმძღვანელი ლაშა უჩავა.
რისგან შედგენა თანამედროვე ადამიანის კვების რაციონი და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე?
ცოცხალ ორგანიზმს ნორმალური ცხოვრებისათვის განუწყვეტლივ ესაჭიროება გარემოდან საყუათო ნივთიერებების მიწოდება.
ცნება საყუათო ნივთიერებები არ უნდა ავურიოთ ცნებაში საკვები ნივთიერებები, რადგან სასიცოცხლო ნივთიერებებს მიეკუთვნება ნივთიერებათა გარკვეული ჯგუფები: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური მარილები, ვიტამინები და წყალი. ეს ნივთიერებები ამა თუ იმ რაოდენობით შედის სხვადასხვა საკვებ პროდუქტში.
რამდენიმე ათეული წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა სხვადასხვა ფირმის წარმოებული მრავალფეროვანი: ძეხვეული, წვენები პაკეტებში, შოკოლადები, სწრაფი კვების ობიექტები და ტკბილი გაზიანი სასმელები, რაც ერთი შეხედვით გემრიელია, მაგრამ არის კი სასარგებლო?
დღესდღეობით ყველა პროდუქტში არის საკვები დანამატები და კონსერვანტები, გემოს, ფერის თუ სურნელის მისაცემად. ევროკავშირის მიერ გაცემულია რეკომენდაციები ემულგატორების შესახებ, სადაც მოყვანილია იმ ემულგატორების სახეობები, რომლებიც დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: უსაფრთხო, ჯანმრთელობისათვის საშიში, აკრძალული, საეჭვო, კიბოს გამომწვევი, ძალიან საშიში, აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ზრდის არტერიულ წნევას, მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, ცვლის განწყობას, საშიშია ნერვული სისტემისთვის და ასე შემდეგ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა თუ ადამიანის ორგანიზმისთვის არასასურველი ნივთიერება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობა კი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რათა მან შეძლოს საკვების გადამუშავება, სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა ისე, რომ არ დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა და შესაბამისად, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ბალანსი.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. დეტალურად რომ მოგვიყვეთ აღნიშნულის შესახებ
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა. მონელებისას საკვები მუშავდება, როგორც ფიზიკურად, ასევე ქიმიურად, შეიწოვება სასარგებლო ნივთიერებები და ჩვენთვის უვარგისი ან მოუნელებელი ნარჩენები კი გამოიყოფა ორგანიზმიდან.
საკვების დამუშავება იწყება პირის ღრუდან, პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანმიმდევრობით და გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებისა და ნაწლავური მიკროფლორის მონაწილეობით. აღნიშნული პროცესი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და განუყოფელი ნაწილია ნორმალური ნივთიერებათა ცვლისათვის.
რა კავშირშია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირება და ჭარბი წონა ერთმანეთთან?
ყველა ჭარბწონიან პაციენტს დარღვეული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქცია. ამას ხელს უწყობს ხშირი არასწორი „დიეტები“, რაც კიდევ უფრო ართულებს წონის კორექციას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას მავნე ნივთიერებებისგან.
2000-იანი წლებიდან ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნაწლავებში ბაქტერიების, ფერმენტების და ზოგადად, მიკროფლორის სტაბილურობა დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში მეტაბოლიზმის გამართულ ფუნქციონირებაში.
ბოლო პერიოდში კიდევ უფრო იზრდება კვლევების რიცხვი, რომელიც ასახავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორასა და ჭარბ წონას, ანუ სიმსუქნეს შორის კავშირს. არასწორი კვება, არაჯანსაღი საკვები, წონის კლების სურვილი და თვითნებურად შერჩეული რაციონი, სტრესი, ცხოვრების სტილი და სხვადასხვა გარემო ფაქტორები უარყოფით ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მობინადრე სასარგებლო მიკროფლორაზე, რაც იწვევს ისეთ არასასურველ ეფექტებს, როგორიცაა: შებერილობა, დისკომფორტი, დიარეა, ყაბზობა და ასე შემდეგ.
ზემოთ ხსენებული ფაქტორები, თავის მხრივ, იწვევს მონელების პროცესების გაუკუღმართებას, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითა და სიმსუქნის განვითარებით გრძელდება. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო პრობიოტიკების გამოყენება ჭარბი წონისა და სიმსუქნესთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მსოფლიო დონის ექსპერტები.

დღეს ბაზარზე უამრავი პრობიოტიკია წარმოდგენილი. რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ისინი?
ფარმაცევტულ ბაზარზე პრობიოტიკების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა ყველა პრობიოტიკი ერთანირი არ არის ეფექტისა და შედეგის მისაღწევად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატის შერჩევა, ამ კრიტერიუმებს კი სრულად აკმაყოფილებს შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი „ლინექს ფორტე“, რომელიც N1 პრობიოტიკია ევროპაში. ეს არის დადასტურებული მაღალი ხარისხის, ეფექტურობის, 40-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების შედეგი.
რა გამოარჩევს „ლინექს ფორტეს“ სხვა პრობიოტიკებისგან?
„ლინექს ფორტე“ დღითი დღე უფრო მოთხოვნადი პრეპარატი ხდება როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე არსებული პრობიოტიკების უმრავლესობისგან განსხვავებით, მის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს აქვთ პასპორტი და ასევე შედის ინულინი, რაც განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას, როგორც დიარეის, ასევე ყაბზობის დროს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ასტიმულირებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ახდენს ვიტამინებისა და მინერალების (კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია) ათვისებას.
„ლინექს ფორტეში“ შემავალი ბაქტერიები (Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium animalis subsp. lactis) გამოიმუშავებენ მავნე ბაქტერიებისთვის საზიანო მეტაბოლიტებს (H₂O₂-ის გამომუშავება) და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს (ბაქტერიოცინები), ახდენენ ბაქტერიებისა (და მათ შორის Helicobacter pylori) და სოკოების ზრდის ინჰიბირებას, კონკურირებენ მავნე ბაქტერიებთან საკვებ ნივთიერებებზე და ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების კოლონიზაციას. ეს მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, სადაც მაღალია საზიანო მეტაბოლიტების რაოდენობა.
პრეპარატში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ხარისხისა და ეფექტურობის დოკუმენტური მტკიცებულება, შტამებზე არსებობს მრავალი პუბლიკაცია. პრობიოტიკების შერჩევისას აუცილებელია ხაზი გაესვას ხარისხს, ვინაიდან წარმოების პროცესი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ მიდგომებს. ლინექს ფორტეს გამოყენება არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას და ეფექტურად ამცირებს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა: დიარეა, შებერილბა, დისკომფორტი, ყაბზობა. მისი გამოყენება რეკომენდებულია 1-3 კასულა დღეში ჭამის დროს.
„ლინექს ფორტე“ წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც აკმაყოფილებს პრეპარატის ხარისხსა და წარმოებისადმი წაყენებულ მრავალ მკაცრ მოთხოვნას (GMP-ის (Good Manufacturing Practice), FAO/WHO). სწორედ ეს განსაზღვრავს მის მაღალ ეფექტურობას და წლების მანძილზე N1 პოზიციას ევროპის ქვეყნებში.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, სამ თვემდე.
რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც სწორი კვება და წონის კონტროლი სურს?
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პერიოდულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფლორის აღმდგენი პრეპარატის მიღების გარეშე ადამიანის ორგანიზმი ვერ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ გაუმკლავდება სხვადასხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედებას და არასასურველი ეფექტები და მათთან ერთად წონის პრობლემაც გარდაუვალი იქნება.
მიიღეთ სწორი საკვები, დაიცავით კვების რეჟიმი, დროულად მიმართეთ ექიმს და მიყევით მის რეკომენდაციებს, რათა თავიდან აიცილოთ სიმსუქნე ან გაუმკლავდეთ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე.
R