ალუბალი საკუთარ წვენში ზამთრისთვის - 15 საუკეთესო რეცეპტი - Gemrielia.ge

ალუბალი საკუთარ წვენში ზამთრისთვის - 15 საუკეთესო რეცეპტი

ალუბალი საკუთარ წვენში ზამთრისთვის შეუცვლელი ნუგბარია - იდეალურია როგორც დესერტებისა და ნამცხვრებისთვის, ისე არომატული სასმელებისთვის. გთავაზობთ 15 მრავალფეროვან რეცეპტს: კლასიკური მეთოდებიდან დაწყებული, შოკოლადით, სანელებლებითა და კონიაკით მომზადებული განსაკუთრებული ვარიანტებით დამთავრებული. შეინახეთ ზაფხულის გემო მარტივად!

1. ალუბალი კურკის გარეშე საკუთარ წვენში

მომზადება: 1 კგ ალუბალი გარეცხეთ, შეაშრეთ და ამოაცალეთ კურკები. შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი, ჩააწყვეთ სუფთა ქილებში და დატოვეთ თბილ ადგილას ერთი საათით. გაასტერილეთ 15 წუთის განმავლობაში.

2. ალუბალი კურკით საკუთარ წვენში

1 კგ გარეცხილ და გამშრალებულ ალუბალს დააყარეთ 250 გ შაქარი, ჩააწყვეთ ქილებში და გააჩერეთ ერთი საათი. გაასტერილეთ 20 წუთი და მოხუფეთ (დააკონსერვეთ).

3. ალუბალი ლიმონმჟავით

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 250 გ შაქარი, 0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა.

მომზადება: ალუბალს დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ ერთი საათი თბილ ადგილას. შემდეგ ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 15 წუთი, დაუმატეთ ლიმონმჟავა და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. ჩაასხით სუფთა ქილებში და მოხუფეთ.

4. ალუბალი საკუთარ წვენში შაქრის გარეშე

alubali-1-1783410070.jpg

ალუბალი გარეცხეთ, შეაშრეთ, ჩააწყვეთ სუფთა ქილებში და გააჩერეთ 1,5-2 საათი, რომ წვენი გამოუვიდეს. გაასტერილეთ ქილები ალუბლიანად 15 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ.

5. ალუბალი საკუთარ წვენში (ღუმელში)

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 300 გ შაქარი.

მომზადება: ალუბალს შეურიეთ შაქარი, ჩააწყვეთ ქილებში და დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით. შემდეგ ქილები შედგით 120 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გააჩერეთ მანამ, სანამ წვენი ზემოთ არ ამოვა. მოხუფეთ და შეფუთეთ მთელი დღით.

6. ალუბალი დარიჩინით

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 ჭიქა შაქარი.

მომზადება: ალუბალი შეურიეთ შაქარსა და დარიჩინს, ჩააწყვეთ ქილებში. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ თბილ ადგილას ერთი საათი წვენის გამოსაყოფად. გაასტერილეთ 20 წუთი და მოხუფეთ.

7. ალუბალი კონიაკით

alubali-1783410151.jpg

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 200 მლ კონიაკი, 300 მლ წყალი, 4 ჭიქა შაქარი.

მომზადება: აადუღეთ წყალი შაქართან ერთად, დაუმატეთ ალუბალი და ადუღეთ 10 წუთი. ალუბალი გადაანაწილეთ სტერილიზებულ ქილებში, ხოლო სიროფი შეურიეთ კონიაკს და დაასხით ალუბალს. მოხუფეთ და დატოვეთ თბილ ადგილას მთელი დღით.

8. ალუბლის ჯემი ჟელატინით

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი (უკურკო), 400 გ შაქარი, 2 ს/კ ჟელატინი.

მომზადება: ალუბალს დააყარეთ შაქრისა და ჟელატინის ნარევი. დაახურეთ თავი და გააჩერეთ 2 საათი. ადუღების შემდეგ ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3 წუთი, ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

9. დაქუცმაცებული ალუბალი შაქრით

1 კგ ალუბალზე - 1 კგ შაქარი და 0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა.

მომზადება: უკურკო ალუბალი დააბლენდერეთ. შეურიეთ შაქარი, ლიმონმჟავა და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში და მოხუფეთ.

10. დაქუცმაცებული ალუბალი ჟელატინით

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 1 კგ შაქარი, 50 გ ჟელატინი.

მომზადება: დააბლენდერეთ ალუბალი, ადუღეთ 10 წუთი. შეურიეთ შაქარი და ჟელატინი, დაუმატეთ ალუბალს. გააცხელეთ ყველაფერი ერთად 5 წუთის განმავლობაში, ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

11. ალუბალი საკუთარ წვენში სანელებლებით

alubali-darichinit-1783409798.jpeg

ინგრედიენტები: 2 კგ ალუბალი, 1800 გ შაქარი, 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 3 კვირტი მიხაკი, 2 ანისის ვარსკვლავი ბადიანი, ნახევარი ჯოხი დარიჩინი, ვანილი დანის წვერით, 5 გ ლიმონმჟავა.

მომზადება: ალუბალს შეურიეთ შაქარი და გააჩერეთ ერთი საათი. ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 5 წუთი. დაუმატეთ სანელებლები და ადუღეთ თავდახურული 7 წუთი. ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

12. ალუბალი ფორთოხლის ცედრით

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი, 1 ს/კ ფორთოხლის ცედრა, 400 გ შაქარი.

მომზადება: ალუბალს შეურიეთ ცედრა და შაქარი. ჩააწყვეთ ქილებში, გაასტერილეთ 15 წუთი და მოხუფეთ.

13. ალუბლის ჯემი შოკოლადით

alubali-shokoladshi-1783409929.jpeg

ინგრედიენტები: 1 კგ უკურკო ალუბალი, 100 გ მწარე შოკოლადი, 4 ჭიქა შაქარი.

მომზადება: ალუბალს დააყარეთ შაქარი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი და გააცივეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ორჯერ. მესამედ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი, ადუღეთ 5 წუთი და ჩაასხით ქილებში.

14. ალუბლის ჯემი სოდით

1 კგ ალუბალზე - 2 გ სოდა და 1 ჭიქა შაქარი.

მომზადება: ალუბალს ამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 40 წუთი. დაუმატეთ სოდა, შაქარი და ადუღეთ კიდევ 40 წუთი. ჩაასხით სუფთა ქილებში და მოხუფეთ.

15. ალუბალი პიტნით

ინგრედიენტები: 2 კგ ალუბალი, 3 ღერი პიტნა, 800 გ შაქარი, 5 გ ლიმონმჟავა.

მომზადება: ალუბალს დააყარეთ შაქარი და დატოვეთ მთელი ღამით წვენის გამოსაყოფად. ადუღეთ 10 წუთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, ლიმონმჟავა და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. ცხელი ჯემი ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.