"ვისთვის იწყება 12-წლიანი იღბლის ციკლი..." - ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი
ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, დინამიკური და აქტიური პერიოდია. ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზით, ჩვენ ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კოსმოსური მოვლენის თანხვედრას გავივლით, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიტანს.
ამ პერიოდის მთავარი ასტროლოგიური ამინდი ოთხი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:
მარსისა და ურანის მძაფრი შეერთება ტყუპებში (4-14 ივლისი): ეს არის მოულოდნელი ცვლილებების, გეგმების სწრაფი ტრანსფორმაციისა და იდეების გიჟური ნაკადის დრო. ასპექტი მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს მგზავრობისას, ელექტროენერგიასთან და ტექნიკასთან, ასევე ემოციების კონტროლს ცხარე დებატებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ამ პერიოდში მკაცრად რეკომენდებულია გეგმური ოპერაციების გადადება.
რეტროგრადული მერკური (30 ივნისი – 23 ივლისი): კოსმოსი წარსულის გადახედვის, ძველი საქმეების დასრულებისა და შეცდომების გამოსწორების შანსს გვაძლევს. კომუნიკაციაში მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებასა და მსხვილ შენაძენებს სჯობს დროებით მოერიდოთ.
სავსემთვარეობა თხის რქაში: ეს ფაზა პირდაპირ უკავშირდება კარიერულ მიზნებს, პასუხისმგებლობებსა და ხარჯების ოპტიმიზაციას. დროა დავინახოთ კონკრეტული შედეგები და გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტვირთისგან.
იუპიტერის გრანდიოზული გადასვლა ლომის ნიშანში (30 ივნისიდან): წარმატებისა და მასშტაბების მომტანი პლანეტა ლომში ინდივიდუალიზმის, შემოქმედებითი აფეთქებისა და ახალი, ქარიზმატული ლიდერების გამოჩენის წინაპირობაა. მსოფლიო დონეზე მოსალოდნელია მსხვილი საკადრო ცვლილებები მედიასა და პოლიტიკაში, თუმცა პლუტონთან დაძაბული ასპექტის გამო, ეგოსა და ამპარტავნების გამოვლენა ამჯერად ცუდ ტონად ჩაითვლება.
ეს არის დრო, როდესაც სამყარო გადარჩენის რეჟიმიდან განვითარებისა და თვითრეალიზაციის ეტაპზე გადაგვიყვანს.
გთავაზობთ დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის - გაიგეთ, ცხოვრების რომელ სფეროში გელოდებათ წარმატება და სად გმართებთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა...განაგრძეთ კითხვა