როგორ შევინახოთ სეზონური ხილი ზამთრისთვის? - გამოცდილი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ სეზონური ხილი ზამთრისთვის? - გამოცდილი მეთოდი

ზაფხული სეზონური ხილის სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა მისი შენარჩუნება ზამთრისთვის სწორ ტექნიკას მოითხოვს. ცნობილი ფუდბლოგერი "Keto’s kitchen corner" სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც გვიზიარებს, თუ როგორ გავყინოთ ალუბალი, ჟოლო და მოცვი ისე, რომ მათ არ დაკარგონ ფორმა, ტექსტურა და გემო.

მომზადების წესი:

  1. ხილი კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში და შემდეგ კარგად გაშრეს.
  2. სუფთა და გამშრალებულ ხილს ათავსებენ საცხობი ქაღალდით გაწყობილ თეფშებზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.
  3. ასეთ მდგომარეობაში ხილი იდება საყინულეში და გაიყინება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხილმა არ დაკარგოს ფორმა და ერთმანეთს არ მიეყინოს.
  4. მას შემდეგ, რაც ხილი გაიყინება, მას ათავსებენ ჰერმეტულ "ზიპ" პაკეტებში ან კონტეინერებში და ისევ აბრუნებენ საყინულეში.

ასეთი მეთოდით შენახული ხილი საყინულეში - 18 გრადუსზე ინახება და მისი გამოყენება შესაძლებელია დაახლოებით 6-12 თვის განმავლობაში. ასევე, რეკომენდებულია პაკეტზე გაყინვის თარიღის მიწერა.