“ამ პერიოდიდან სამყარო თითოეულ ჩვენგანს მეორე შანსს აძლევს“ - ნინა ხომერიკის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2026 წლის 9 ივნისს, ღამის 23:48 საათზე, ცაზე განსაკუთრებული მოვლენა ხდება - ვენერა და იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოს უკანასკნელ გრადუსებში შეერთდებიან. ეს ენერგია, რომელიც მთელი მომდევნო წლის მანძილზე განსაზღვრავს ჩვენს ყოფიერებას, სიყვარულის, სულიერი სიმშვიდისა და ფასეულობათა გადაფასებისკენ გვიბიძგებს. თუ 2025 წლის აგვისტოში სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, ახლა სამყარო თითოეულ ჩვენგანს "მეორე შანსს" აძლევს. ეს არის პერიოდი, როდესაც პრიორიტეტი არა ბრძოლა და მატერიალური მიღწევები, არამედ ოჯახური სიმყუდროვე, ემოციური სტაბილურობა და იმ ნამდვილი ღირებულებების პოვნაა, რაც ადამიანს შინაგან სიმშვიდეს ანიჭებს.
გთავაზობთ, ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- ვერძი:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე-4-ე სექტორში და დაგეხმარებათ იმ საქმეების გაუმჯობესებაში, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილთან და ოჯახთან. ზოგიერთი ვერძისთვის ეს შეერთება გამოვლინდება პრაქტიკულ დონეზე, ზოგისთვის კი, როგორც გადაწყვეტილება, როგორ გაიუმჯობესოს უძრავ ქონებასთან, საკუთრებასთან ან ოჯახთან დაკავშირებული პირობები.
ეს შეერთება გთავაზობთ ნაკლები იუმორით და მეტად იყოთ ორიენტირებული, შექმნათ და ისიამოვნოთ თქვენი შექმნილი კეთილდღეობით. ამ პერიოდს მოაქვს ბედნიერება თქვენს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებაში. ის ვერძები, ვინც აქტიურად არიან თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში, შეძლებენ იპოვონ ცხოვრების პარტნიორი და შეიძინონ უძრავი ქონება.
- კურო:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 3-ე სექტორში და მოგიტანთ განცდას, რომ ცხოვრება ამოძრავდა, დაიწყო მოვლენების სწრაფი და ინტენსიური განვითარება. გამარტივდება მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღება, საბუთების გაკეთება და მარტივად მოაგვარებთ ისეთ საკითხებს, რაც ადრე არ გაძლევდათ წინსვლის შესაძლებლობას. იდეალური პერიოდია ნებისმიერი სახის საკუთარი საქმის, ბიზნესის დასაწყებად, ახალი პროფესიის შესაძენად, სწავლის დასაწყებად. ამ პერიოდში შეძლებთ შეიძინოთ ან გამოცვალოთ ავტომობილი.
მოვა, ახალი შესაძლებლობები რეალურ დროში სამუშაოდ, როგორც პირდაპირი, ანუ მატერიალური, ასევე ინფორმაციული და ემოციური კუთხით. ასეთ დროს ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია თქვენს უახლოეს გარემოცვას, სწორი მიმართულებების, რჩევების და საჭირო ინფორმაციის მიღების სახით. ამ ასპექტს, პირდაპირი მნიშვნელობით გადაჰყავხართ მეტად საინტერესო და ნათელ გარემოში, რაც შესაძლოა გულისხმობდეს ახალ იდეებს, ადამიანებს, ნაცნობობას ან სამსახურს. იგრძნობთ, რომ ხართ საინტერესო და შეგიძლიათ, რაღაც შესთავაზოთ სამყაროს. ამ პერიოდში თქვენს წინ გაიშლება ახალი გზები და შესაძლებლობები.
- ტყუპები:
შეერთება ხდება თქვენს მე- 2-ე სექტორში და ეს პერიოდი მოგიტანთ შემოსავლების შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ზოგიერთი თქვენგანი იშოვის საოცნებო სამსახურს, ზოგი კი დამატებით შემოსავალს, ვინაიდან იუპიტერი რიცხობრივად ზრდის ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს ერთჯერადი, ან მუდმივი. ასეთ დროს დაფიქრდებით, სად და როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი. ვენერასა და იუპიტერის შეერთების დროს შესაძლოა მეტი ფინანსები დაახარჯოთ საკუთარ თავს და შეიძინოთ ისეთი რამ, რაც მოგცემთ მეტ თავდაჯერებულობასა და აგიმაღლებთ პროდუქტიულობას.
ამ პერიოდის მთავარი მესიჯი არის, თქვენი ფინანსური შესაძლებლობების ზრდა. საერთო ჯამში, ეს შეერთება დაკავშირებულია ქონებრივ და მატერიალურ მატებასთან და თვითშეფასების გრძნობის ამაღლებასთან, აგრეთვე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვლება თქვენი ფასეულობების სისტემაც და მიხვდებით, მართლაც რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გაბედნიერებთ...განაგრძეთ კითხვა