როგორ შევინახოთ ალუბალი ზამთრისთვის? - ბებიის ძველი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ალუბალი ზამთრისთვის? - ბებიის ძველი მეთოდი

ალუბალი ზამთრისთვის აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია, არამედ მისი უნიკალური სარგებლიანობის გამოც.

ივნისი ალუბლის სეზონია და სანამ ის გრძელდება, შეეცადეთ, ეს ხილი მაქსიმალურად მოიმარაგოთ - არა მხოლოდ გამოსაცხობად, არამედ მურაბების, ჯემებისა და სიროფების მოსამზადებლად.

ალუბლის კონსერვაცია სხვადასხვა მეთოდით შეიძლება: მისგან მზადდება სიროფი, მურაბა, კომპოტი, ასევე შესაძლებელია მისი გაშრობა ან გაყინვა. ასე ზამთარშიც შეძლებთ ზაფხულის გემოთი ტკბობას.

ალუბალი სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტსა და გულს, ასევე ხელს უწყობს მონელებას. გარდა ამისა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს ანთებას. ზოგადად, ალუბლის გამოყენება მხოლოდ სმუზითა და დესერტებით არ შემოიფარგლება. ის ასევე ძალიან უხდება ხორცს - განსაკუთრებით იხვსა და ღორის ხორცს.

როგორ მოვკრიფოთ და შევინახოთ ალუბალი?

alubali-1-1780991214.webp

იმისათვის, რომ ხილი მაქსიმალურად ახალი დარჩეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვათ:

  • ალუბალი ტოტიდან უნდა მოიკრიფოს. არავითარ შემთხვევაში არ მოგლიჯოთ, ფრთხილად გადაჭერით. მოგლეჯის შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს კანი, დაზიანებული ალუბალი კი მალე ფუჭდება.
  • გარეცხეთ მხოლოდ მოხმარების წინ და არა წინასწარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გაფუჭდება.
  • ოთახის ტემპერატურაზე ალუბალი ინახება 2-3 დღე, მაცივარში (0-4°C) - მაქსიმუმ ერთი კვირა, ხოლო საყინულეში - 1 წლამდე.
  • კარგად გარეცხილი ალუბალს მოაშორეთ ყუნწები და გააშრეთ. შემდეგ ერთ ფენად დაალაგეთ ლანგარზე და ისე შედგით საყინულეში. გაყინვის შემდეგ კი შეგიძლიათ გადაიტანოთ კონტეინერში ან სპეციალურ პარკში.

მომზადება კონსერვაციისთვის:

alubali-zamtristvis-1-1780991535.jpg

კონსერვაციის ან მურაბის მომზადების დაწყებამდე აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების შესრულება:

  • გამოიყენეთ მხოლოდ მთლიანი, მწიფე და დაუზიანებელი ალუბალი;
  • კარგად გარეცხეთ ცივ წყალში;
  • მოაშორეთ ყუნწები;
  • გამოაცალეთ კურკები (საჭიროებისამებრ).

ქილების სტერილიზაცია

alubali-2-1780991435.jpg

სტერილიზაცია წარმატებული კონსერვაციის საფუძველია. სტერილური გარემო აუცილებელია მურაბებისა და კომპოტების მომზადებისას. ქილების სტერილიზაცია შეგიძლიათ ორი მეთოდით:

  • გარეცხეთ ქილები ცხელი წყლით და შემდეგ შედგით 120 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით;
  • ადუღეთ ქილები და ხუფები წყალში 10 წუთის განმავლობაში.

მზა პროდუქტი ყოველთვის სუფთა, სტერილიზებულ ქილებში მოათავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება მალევე გაფუჭდეს.