აიმაღლეთ იმუნიტეტი - 6 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ ვიტამინ C-ს შეიცავს - Gemrielia.ge

აიმაღლეთ იმუნიტეტი - 6 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ ვიტამინ C-ს შეიცავს

ცნობილია, რომ ერთი პორცია კივი ორგანიზმს ვიტამინი C-ს დღიური ნორმის დაახლოებით 148%-ით ამარაგებს. თუმცა, დიეტოლოგი და მეცნიერებათა მაგისტრი ჯილიან კუბალა, გამოცემა „Health“-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც ამ მხრივ კივის არაფრით ჩამოუვარდება, ან თუნდაც აღემატება კიდეც.

ვიტამინი C წყალში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი მას დიდი რაოდენობით ვერ ინახავს, შესაბამისად, ის რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს. ეს ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ამაგრებს იმუნიტეტს. ზრდასრულ ადამიანს დღეში საშუალოდ 75–120 მგ ვიტამინი C სჭირდება.

გთავაზობთ 6 პროდუქტს, რომლებიც ვიტამინი C-ს ნამდვილი საბადოა:

1. წითელი ბულგარული წიწაკა

bulgaruli-1779359795.jpg

ერთი ჭიქა დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა დაახლოებით 191 მგ ვიტამინ C-ს (დღიური ნორმის 212%) შეიცავს. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე წიწაკა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მკვახე, მწვანე ფერის.

2. გუავა

guava-1779359833.webp

ეს ტროპიკული ხილი ნამდვილი რეკორდსმენია – ერთ ცალ გუავაში დაახლოებით 376 მგ ვიტამინი C-ა, რაც დღიური ნორმის 418%-ია.

3. შავი მოცხარი

shavi-mocxari-1779359874.jpg

ერთი ჭიქა შავი მოცხარი 203 მგ ვიტამინ C-ს შეიცავს (დღიური ნორმის 225,5%). ეს პატარა, მომჟავო კენკრა შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც კივი მობეზრდა.

4. კაკადუს ქლიავი

kakadus-mocxari-1779359915.jpg

ეს არის ავსტრალიური ხილი, რომელიც რეკორდულ რაოდენობას შეიცავს. 3/4 ჭიქა კაკადუს ქლიავში შესაძლოა იყოს 2300–3150 მგ ვიტამინი C. გარდა ამისა, ის 5-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე მოცვი. სამწუხაროდ, მისი ნედლი სახით პოვნა რთულია, მაგრამ ფხვნილის სახით ადვილად ხელმისაწვდომია.

5. ლიჩი (ჩინური ქლიავი)

lichi-1779359956.jpg

ერთ ჭიქა ლიჩიში 136 მგ ვიტამინი C-ა (დღიური ნორმის 151%). ეს ეგზოტიკური ხილი ანტიოქსიდანტების მრავალფეროვან ნაკრებს შეიცავს, რაც კანსა და იმუნურ სისტემას საოცრად უხდება.

6. წიწაკა ჩილი

witeli-wiwaka-1779359989.jpg

ერთი ჭიქა დაჭრილი ჩილი 364 მგ ვიტამინ C-ს (დღიური ნორმის 404%) შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია კაპსაიცინით, რომელიც სასარგებლოა მეტაბოლიზმისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.