დესერტი შაქრის გარეშე - ნატა გაგუას ჯანსაღი რეცეპტი, რომელიც ბავშვებსაც შეუყვარდებათ
ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბავშვებისთვის (5 წლიდან) იდეალური, ნატურალური დესერტის რეცეპტს. ეს არის ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც ენერგეტიკულად დაბალანსებული და ბუნებრივად ტკბილია.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ინგრედიენტი წინასწარ უნდა იყოს შემოწმებული ალერგიაზე. თხილეული აუცილებლად დაფქული უნდა იყოს, ხოლო დესერტის ტექსტურა კი რბილი და ერთგვაროვანი:
ინგრედიენტები (1 პორცია)
- შვრიის ფანტელები – 40 გ
- ნუშის რძე (ან წყალი) – 150 მლ
- ბანანი – ½ (მწიფე)
- ვაშლი – ½
- დარიჩინი – მწიკვი
- ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ
- ჩიას თესლი – 1 ჩ/კ
- ნატურალური სქელი იოგურტი – 4 ს/კ
- ნუში – 5–7 ც (სრულად დაფქული)
- მარილი – მწიკვი
მომზადების წესი
1.ჩიას გელი: ჩიას თესლს დაამატეთ 2–3 ჩ/კ წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი.
მიიღება მსუბუქი, გელისებური სტრუქტურა. გამოიყენეთ მცირე რაოდენობით, როგორც ტექსტურის დამატება.
2. შვრიის კრემი: შვრიის ფანტელები და ნუშის რძე მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ მწიკვი მარილი.
- დაამატეთ ბანანი;
- დაამატეთ დაფქული ნუში;
- დააბლენდერეთ ერთგვაროვან, სქელ და კრემოვან მასამდე.
შედეგი:
ბუნებრივად ტკბილი, რბილი და ენერგეტიკულად დაბალანსებული შვრიის კრემი.3. ვაშლის ფენა: ვაშლი დაჭერით პატარა კუბებად და მოშუშეთ მცირე რაოდენობის წყალში დარიჩინთან ერთად დაახლოებით 7-8 წუთი.ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი.
მიიღება რბილი, არომატული და მსუბუქი ხილის ფენა.
აწყობა (ფენებად)
- შვრიის კრემი;
- ნატურალური იოგურტი;
- ვაშლის ფენა;
- შვრიის კრემი ზემოდან: ჩიას გელი (მცირე რაოდენობით), დაჭრილი ნუში (მსუბუქი ტექსტურული კონტრასტისთვის).
რჩევები:
- ტემპერატურული კონტრასტი: თბილი შვრიის კრემი + ცივი იოგურტი აძლიერებს გემოს აღქმას და ტექსტურულ გამოცდილებას;
- ვიზუალური ეფექტი: გამჭვირვალე ჭიქა უკეთ აჩენს ფენოვან სტრუქტურას;
- ვანილი (სურვილისამებრ): ზრდის დესერტის სენსორულ ხარისხს;
- ციტრუსის ცედრა: სერვირებისას მცირე რაოდენობით არომატისთვის;
- უსაფრთხოება: თხილეული და ჩია გამოიყენეთ მხოლოდ ასაკობრივად და ინდივიდუალურად ტოლერანტობის დადასტურების შემდეგ;
- ჩიას რაოდენობა: არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.