უგემრიელესი უგლუტენო და უშაქრო პასკა - ალეკო ჯავაშვილის განსხვავებული რეცეპტი
ცნობილი ინფლუენსერი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს უფქვილო და უშაქრო პასკებს სთავაზობს.
"ლაივში რამდენიმე მშობელმა ძალიან მთხოვა პაკსა ბავშვისთვის, რომელსაც გლუტენის აუტანლობა აქვს. დიაბეტიანებისთვისაც ვიზრუნე. "ამისგან პასკა ვის გაუგია" - ასეთებისგან თავი შეიკავეთ. ვისაც უჭირს და ვერ მიირთმევს იმ პასკას, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, მათთვის ვაკეთებ და სულ რომ ათმა კაცმა ისარგებლოს, იმითაც კმაყოფილი ვიქნები," - ამბობს მზარეული.
ინგრედიენტები:
- ხმელი მუხუდო 500 გრამი
- კვერცხი 3 ცალი
- ზეთი 50 გრამი
- მაწონი ან არაჟანი 200 გრ.
- კარაქი 100 გრამი
- ფინიკი 200 გრამი
- "მთვრალი ფინიკი" 150 გრამი
- გამაფხვიერებელი 1 ს.კ
- ვანილი 4-5 გრამი
- თხილეულის და ქიშმიში გემოვნებით.
500 გრამი მშრალი მუხუდ დავალბე და გამოვიდა 1,100 კილოგრამი. ვაკეთებთ მუხუდოს პასკას და დარწმუნებული ვარ, ვისთვისაც გამიზნული მაქვს, ისინი გაიხარებენ...განაგრძეთ კითხვა