როგორ გავრეცხოთ სოკო სწორად? - მარტივი ხრიკი იდეალური სისუფთავისა და არომატისთვის - Gemrielia.ge

როგორ გავრეცხოთ სოკო სწორად? - მარტივი ხრიკი იდეალური სისუფთავისა და არომატისთვის

როგორ გავასუფთაოთ სოკო პროფესიონალი მზარეულივით? ფუდბლოგერი ნინი გურგენაშვილი გვიჩვენებს მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს ფქვილის გამოყენებით. შედეგი? ნულოვანი ტენიანობა, მაქსიმალური სისუფთავე და საოცარი არომატი თქვენს კერძებში.

ინგრედიენტები:

  • 2 სკ ფქვილი
  • წყალი

მოათავსეთ სოკო ჯამში, მოაყარეთ ფქვილი, დაასხით წყალი და მსუბუქად აურიეთ. ბოლოს კი გამდინარე წყალი გადაავლეთ, რომ ფქვილის ნარჩენები ბოლომდე მოცილდეს. შედეგი გაგაოცებთ - სოკო იდეალურად სუფთა და არომატული დარჩება!