როგორ უნდა შეამოწმოთ მაგნიტით ქვაბის ან ტაფის უსაფრთხოება და რომელია უსაფრთხო ან საშიში ქვაბების ტოპ სამეული - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეცია - Gemrielia.ge

როგორ უნდა შეამოწმოთ მაგნიტით ქვაბის ან ტაფის უსაფრთხოება და რომელია უსაფრთხო ან საშიში ქვაბების ტოპ სამეული - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები?

მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე უამრავი დასახელების ჭურჭელია. ბევრი მათაგნი ერთმანეთისგან ხარისხით, ფასით, ვიზუალით განსხვავდება და მოსახლეობაც საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე არჩევს. თუმცა, უხარიხსო ტაფამ და ქვაბმა შესაძლოა ძალიან მძიმე დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია ხარისხიანი და რომელი საშიში ჭურჭელი, თემაზე მარიამ ჩაჩუა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გადაცემაში "სხვა შუადღე" საუბრობს.

- დედებისა და ბებიების თაობაში ხშირად აწუხებთ სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უჭირთ სიარული და ამ ფაქტს არავინ აკავშირებს არც სურსათთან და არც იმ ჭურჭელთან, რომელსაც მოვიხმართ. ეს შეცდომაა იმიტომ, რომ ჭურჭელი პირდაპირი თუ არა, მაპროვოცირებელი მაინცაა ძალიან ბევრი დაავადების, მათ შორის, სიმსივნის.

მომხმარებლები ალბათ ჭურჭელს ფერის, კომფორტულობის, წონისა და ფასის მიხედვით არჩევს. ხშირად არავინ ფიქრობს მავნე ნივთიერებებზე, არადა ზუსტად ამ დროს ვწამლავთ არა მხოლოდ ჩვენს თავს, არამედ მათაც, ვისთვისაც ვამზადებთ.

ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით ძალიან პოპულარულია. თხელი და მსუბუქია, რომელიც მარტივად იწმინდება. გავრცელდა კვლევის შედეგები და დღეს სიმართლე უნდა ვთქვათ. ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით არის ტოქსიკური ნივთიერებების ნაკრები და საშიშია. შეიძლება ვთქვათ, რომ მკვლელი ჭურჭელია. თუ ჭურჭელს ტეფლონი აწერია, არ ვყიდულობთ, იმიტომ, რომ ის შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, როგორიცაა პერფტოროქტანის მჟავა, რომელიც ადამიანისთვის 28 ყველაზე საშიშ ნივთიერებას შორის შედის. კრისტალურია, მაგრამ გაცხელებისას, 55-56 გრადუსზე ლღვება და ძალიან მარტივად გადადის აირად მდგომარეობაში, რასაც ვისუნთქვათ და, რა თქმა უნდა, საჭმელსაც ერევა. თუ დაზიანებულია, ასეთი ტაფა ხომ საერთოდ არ უნდა გამოვიყენო. პირდაპირ და მკაფიოდ შემიძლია მომხმარებელს ვურჩიო, რომ ახლავე გადააგდოს ისეთი ტაფა და ქვაბი, რომელიც დაზიანებულია. ყველა ჭურჭელს საფარით ამუშავებენ იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დავიცვათ და მავნე მინარევები არ გამოყვეს. როდესაც ის დაიკაწრება, სულ რომ ერთი ნაკაწრი ჰქონდეს, უკვე საშიშია ჯანმრთელობისთვის...განაგრძეთ კითხვა