3 მარტივი და ბიუჯეტური კერძი საახალწლოდ: შეინახეთ, თუ განსხვავებულ რეცეპტებს ეძებთ - Gemrielia.ge

3 მარტივი და ბიუჯეტური კერძი საახალწლოდ: შეინახეთ, თუ განსხვავებულ რეცეპტებს ეძებთ

საახალწლო სუფრა ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს ის დროა, როცა ერთ მაგიდასთან იკრიბებიან ოჯახები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები, რათა ერთად გააცილონ ძველი წელი და ახალი იმედებით შეხვდნენ მომავალს. ტრადიციული კერძები ჩვენს სუფრაზე ყოველთვის რჩება, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ახალ, თანამედროვე ვარიაციებს, რომლებიც საახალწლო მენიუს განსხვავებულ და საინტერესო ხასიათს შესძენს.

ამასთან ერთად, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში დიდხანს არ მოგვიწიოს ყოფნა. სწორედ ამიტომ იზრდება ინტერესი მარტივად მოსამზადებელი, ბიუჯეტური და გემრიელი კერძების მიმართ. ხორცპროდუქტების ქართული ბრენდი „კორიდა“ გთავაზობთ 3 საინტერესო და პრაქტიკულ რეცეპტს, რომლებიც მინიმალური დროთა და ხარჯით მზადდება და საახალწლო სუფრას ახალ, თანამედროვე შტრიხებს შემატებს.

საახალწლო ნაძვის ხე

თუ გსურთ საახალწლო სუფრა ლამაზი და ორიგინალური კერძით გააფორმოთ, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი მზა მდგომარეობაში
  • „კორიდა“ ავსტრიული“ - მოხარშულ-შებოლილი შაშხი (ნახევარი თავი)
  • ყველი სულგუნი
  • კვერცხი (ზემოდან წასასმელად
  • სეზამის მარცვლები

korida-2-1766042759.jpg

მომზადების წესი:

  1. მზა ფენოვანი ცომი გაშალეთ და გაჭერით შუაზე, რომ მიიღოთ ორი ცალი კვადრატი.
  2. შაშხი „ავსტრიული“ გაჭერით შუაზე და ნახევარი გახეხე სახეხზე.
  3. ცომის ერთ ფენას წაუსვით კეტჩუპი, მოაყარეთ ორეგანო, გახეხილი შაშხი და გახეხილი ყველი.
  4. დააფარეთ ზემოდან ცომის მეორე ფენა და დატკეპნეთ.
  5. გამოჭერით ნაძვის ხის ფორმა, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ზედმეტი ცომისგან გამოჭერით სასურველი საახალწლო ფიგურა (ვარსკვლავი, ნაძის ხე).
  6. ცომის სამკუთხედის გვერდები დასერეთ დანით და დაახვიეთ, რომ მიიღოთ ნაძვის ხის ტოტები. კენწეროზე დაადეთ გამოჭრილი ფიფქი, ან სხვა ფიგურა. გადაუსვით გათქვეფილი კვერცხი სილიკონის ფუნჯით. მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 15-20 წუთი.

აპეტაიზერი ბაგეტის პურით და კიევური ძეხვით

მარტივად მოსამზადებელი წასახემსებლის იდეა.

ინგრედიენტები:

  • ბაგეტის პური
  • „კორიდას“ მოხარშულ-შებოლილი ძეხვი „კიევური“
  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი, პილპილი
  • ყველი სულგუნი
  • რძე 50 მლ

korida-3-1766042795.jpg

მომზადების წესი

  1. ბაგეტი დაჭერით ბრუსკეტის ზომის ნაჭრებად. დაჭერით ასევე ძეხვი „კიევური“.
  2. მრგვალ ჭურჭელში წრიულად ჩაალაგეთ პური და ძეხვი მონაცვლეობით, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შუაში ჩაამატეთ დაჭრილი ყველის ნაჭრები.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხები რძესთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი და გადაასხით თანაბრად საცხობ ფორმაში მოთავსებულ ინგრედიენტებს.
  4. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ხრაშუნა და ოქროსფერი არ გახდება.

მარილიანი ვაფლები

თუ ბელგიური ვაფლის საცხობი აპარატი გაქვთ, აუცილებლად სცადეთ ეს ორიგინალური რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ
  • „კორიდა“ ძეხვი „სალიამი“
  • ფქვილი
  • ყველის ფირფიტები
  • მარილი
  • ზეთი (საცხობზე წასასმელად)

korida-4-1766042818.jpg

მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  3. „სალიამი“ გაჭერით შუაზე და ნახევარი გახეხეთ სახეხზე. შეურიეთ კვერცხის მასას.
  4. დაუმატეთ ფქვილი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. მარილი გემოვნებით.
  5. ვაფლის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დადეთ ცომის მომზადებული მასა, ზემოდან დაადეთ ყველის ფირფიტა, ზემოდან ისევ ცომის მასა და გამოაცხვეთ.
  6. სერვირებისთვის შეგიძლიათ მოასხათ სასურველი სოუსი (სოიოს ან სხვა) და ისე მიიტანოთ სუფრაზე.

„კორიდა“ ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

NS