რა შემთხვევაში არ არის წვნიანების ხშირი მიღება რეკომენდებული და მართლაც სასარგებლოა თუ არა ბოსტნეულისა და ხორცის ნახარში - რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი? - Gemrielia.ge

რა შემთხვევაში არ არის წვნიანების ხშირი მიღება რეკომენდებული და მართლაც სასარგებლოა თუ არა ბოსტნეულისა და ხორცის ნახარში - რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი?

ნუტრიციოლოგი ია გორგილაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ბოსტნეულისა და ხორცის წვნიანების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა შემთხვევაში არ არის მათი ხშირი მიღება რეკომენდებული:

- ნებისმიერი კერძი ჯანსაღ პროდუქტს უნდა შეიცავდეს. საკვები ჯანსაღი უნდა იყოს. რაც შეეხება წვნიანებს, ორ ჯგუფად დავყოფდი: ხორცის ნახარშები და ბოსტნეულის ნახარშები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც დიდხანს იხარშება, მით უმეტეს, ხილი და ბოსტნეული, კარგავს იმ თვისებებს, რომლებიც ნატურალურ პროდუქტს აქვს. ტაილანდური წვნიანი თუ გაგისინჯავთ, როგორც კი ბოსტნეულს ჩაყრიან, ფაქტობრივად, 2 წუთში უკვე მზადაა. არ ხარშავენ პროდუქტს ისე, როგორც ჩვენ. ასევე, ხორცის ნახარში დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს და თუ ვინმეს ღვიძლის პრობლემა, პანკრეასის ან, ზოგადად ნაწლავის, პრობლემა აქვს, მაგალითად, კოლიტი, ასეთი ნახარშების ხშირი მიღება გამორიცხულია. აქ თევზის, ქათმისა და საქონლის ხორცის ნახარშზეა საუბარი. თუ ხორცის წვნიანს ამზადებთ, ჩემი რჩევაა, რომ პირველი ნახარში ყოველთვის გადაღვაროთ. ნახარში ასე გასუფთავდება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვევა, რომ ეს ყველაფერი მოქაფოს და ხორცი იმავე წვენში დატოვოს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნახარში სასარგებლოა. ასე არ არის.

არის გარკვეული დაავადებები, რომელთა დროსაც ნახარშების მიღება საერთოდ არ შეიძლება. მაგალითად, გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების და ასე შემდეგ. ასევე, თუ ადამიანი ხანდაზმულია და ღვიძლის პრობლემები აქვს, ამ დროსაც ხორცისა და თევზის ნახარშების ხშირი მიღება მიზანშეწონილი არ არის...განაგრძეთ კითხვა