"ეს არის სახელდახელოდ მომზადებული მკვახე პომიდვრის საცივი და არის ძალიან გემრიელი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურაბ შევარდნაძე? - Gemrielia.ge

"ეს არის სახელდახელოდ მომზადებული მკვახე პომიდვრის საცივი და არის ძალიან გემრიელი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურაბ შევარდნაძე?

ცნობილი ფლორისტი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

ზურა შევარდნაძე ნინო კვაჭანტირაძესთან ერთად, თავის გამომწერებს მკვახე პომიდვრის საცივის ვიდეორეცეპტს უზიარებს.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი - 10 კგ
  • წითელი ბულგარული - 5 კგ
  • მწვანე წიწაკა - 500 გრ.
  • ხახვი - 4 კგ
  • ნიორი - 400 გრ.
  • უცხო სუნელი - 2 ჭიქა
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჭიქა
  • დაფქული ქინძი - 1 ჭიქა
  • გატარებული თხილი - 3 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • გადადუღებული ძმარი გემოვნებით.

მომზადების წესი:

დავჭრათ პომიდორი, დავაყაროთ მარილი, 2 საათის შემდეგ გავწუროთ, მოვათავსოთ საწურზე , დავადოთ სიმძიმე და დილამდე გავაჩეროთ. ცალ - ცალკე მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული და წიწაკა.დავუმატოთ გაწურული პომიდორი,სუნელები ,თხილი , მარილი ,ძმარი და ავურიოთ. ჩავასხათ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია 20 წუთი.