სულ სხვა გემოები - ახალი დესერტები „ბელას“ ახალი კონდიტრებისგან - Gemrielia.ge

სულ სხვა გემოები - ახალი დესერტები „ბელას“ ახალი კონდიტრებისგან

ცივი ჩიზქეიქი კენკრით, ჩიზქეიქი მოცხარით, ჩიტის რძე და წითელი ხავერდი, განახლებული შუ და ეკლერი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სენატორი - ეს ის სიახლეებია, რომლებიც მომხმარებლებს „ბელას“ ბრენდულ მაღაზიებში დახვდებათ.

სა­კონ­დიტ­რო საწარმო „ბელამ“, რომელიც უკვე 32 წელია მომხმარებელს ხარიხიანი და მრავალფეროვანი ასორტიმენტით ანებივრებს, მომხმარებელს ამჯერად სრულიად ახალი ტექნოლოგიით დამზადებული, სულ სხვა გემოების ტკბილეული შესთავაზა.

კომპანიას რამდენიმე თვის წინ შეუერთდა ორი ახალი კონდიტერი, რომლებმაც როგორც ახალი დესერტების შექმნაზე, ისე ძველი გემოების განახლებაზე იმუშავეს.

bela-1-1760342454.png

კონდიტერ-ტექნოლოგ ხათუნა სადაღაშვილს ევროპაში აქვს პრაქტიკა მიღებული და 2000 წლიდან დღემდე საერთაშორისო სტანდარტების მქონე არაერთ ქართულ, მასშტაბურ კომპანიაში საკონდიტრო ხაზზე მუშაობდა. დღეს კი ის უკვე “ბელას“ გუნდის წევრია და არსებული ასორტიმენტის განახლებაზე, განსხვავებული დესერტების შექმნასა და ახალ ტექნოლოგიურ ხაზზე მუშაობს.

„ბელას“ გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრია კონდიტერ-ტექნოლოგი ლეონარდო სტეფანოვი, რომელიც ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას საკონდიტრო ინდუსტრიაში და საერთაშორისო დონის განათლებას. ლეონარდოს ნამუშევარი აქვს ისეთ საინტერესო პროექტებზე, როგორიცაა: Swissotel Tbilisi – აღმასრულებელი შეფ-კონდიტერი, French Patisserie „Ladurie Georgia“ – აღმასრულებელი სუ-შეფ-კონდიტერი და სხვა. პროფესიით კვების ტექნოლოგი ლეონარდო, „ბელაში“ ახალ ტექნოლოგიურ ხაზზე, ევროპული რეცეპტურების დანერგვასა და თანამედროვე დესერტების შექმნაზე იმუშავებს.

bela-1760342463.jpg

ახალი გემოები „ბელას“ ფილიალებში უკვე გელოდებათ.

R