მინუს 2–3 კგ რამდენიმე დღეში - ევა ლონგორიას სწრაფი თევზის დიეტა - Gemrielia.ge

მინუს 2–3 კგ რამდენიმე დღეში - ევა ლონგორიას სწრაფი თევზის დიეტა

ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი და მსახიობი ევა ლონგორია ჯანსაღი და მსუბუქი კვების დიდი გულშემატკივარია. ამიტომ, როცა მსახიობს წინ მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვს, ევა თევზის დიეტას მიმართავს. ასე სწრაფად ბრუნდება ფორმაში და თავს ენერგიულად, მსუბუქად გრძნობს.

შედეგი: მინუს 2–3 კგ რამდენიმე დღეში, სიმსუბუქის შეგრძნება და გლუვი კანი.

ევა ლონგორიას თევზის დიეტა

eva-longoria-2-1758872618.jpg

როგორ მუშაობს დიეტა:

  • მთავარი ინგრედიენტია სხვადასხვა სახის თევზი: მოხარშული, გრილზე შემწვარი ან ღუმელში გამომცხვარი (მაგალითად: ორაგული, თინუსი, კალმახი და ა.შ.);
  • ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს;
  • ნახშირწყლების (პურის, მაკარონისა და ბურღულეულის) ნაცვლად მიიღეთ ახალი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული;
  • აუცილებლად დალიეთ ბევრი წყალი — დღეში მინიმუმ 2 ლიტრი.

რატომ არის ეფექტური:

  • თევზი სავსეა ცილით და ომეგა-3-ით, რაც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და კანის სტრუქტურის ხარისხს;
  • ბოსტნეული გაძლევთ ბოჭკოს და ვიტამინებს, რაც ორგანიზმის გაწმენდაში გეხმარებათ და ენერგიას გმატებთ;

ევას რჩევა:კერძები რომ გემრიელი იყოს და თან ისე რომ ზედმეტი კალორიები არ მოიმატოთ, გამოიყენეთ ლიმონი, მწვანილი და სხვადასხვა სანელებელი.