დიეტოლოგების საიდუმლო: 3 ბუნებრივი პროდუქტი, რომლებიც "ოზემპიკივით" მოქმედებენ და წონას ბუნებრივად ამცირებენ
დღეს უამრავი ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავი და არა მარტო ისინი, ხშირად იყენებენ პრეპარატს, სახელად "ოზემპიკს", რათა წონაში დაიკლონ და შაქრის დონე აკონტროლონ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მედიკამენტის გარეშეც შეიძლება მსგავსი შედეგის მიღწევა, მთავარია სწორად იკვებო და იცოდე, რა დაგეხმარება სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებაში.
ამ 3 პროდუქტის უმეტესობა შეიძლება უკვე სახლშიც გქონდეთ. ისინი არა მარტო დაგანაყრებენ, არამედ ნამდვილად შეუწყობენ ხელს წონის კლებასაც. ოზემპიკის მსგავსად, მაგრამ ბუნებრივად.
1. ავოკადო

ავოკადო სასარგებლო ცხიმებით არის სავსე და კარგად გვანაყრებს. მიუხედავად იმისა, რომ კალორიული პროდუქტია, ის შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომლებიც ააქტიურებენ დანაყრების გრძნობას — ანუ სწრაფად დანაყრდები და დიდხანს არ მოგინდება საჭმელი. ავოკადო განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის არეში ცხიმის შემცირებისთვის.
2. ჟოლო და სხვა კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი)

კენკრა არამარტო გემრიელია, არამედ ძალიან მსუბუქიც. ისინი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში, და უჯრედისით, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა შიმშილის გრძნობის დასათრგუნად. და რაც მთავარია, კენკრას ნამდვილად შეუძლია შეამციროს ტკბილეულის სურვილი.
3. ჩიას თესლი

ეს პატარა ჩიას თესლები სუპერგმირებივით არიან. ცოტა ჩიას თუ წყალში ან იოგურტში ჩაყრი, მალე შუპდება და ჟელეს მაგვარი მასა წარმოიქმნება, რომელიც კარგა ხნით გაძლევს დანაყრების შეგრძნებას. ისინი უხვად შეიცავენ უჯრედისს (რაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს), კალციუმს, მაგნიუმს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს — რაც გულისთვის და ტვინისთვისაც კარგია. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ის არის, რომ ჩიას თესლის მიღებისას ბევრი წყალი უნდა დალიოთ.