ქლიავის ჯემი, რომელიც დევიდ ბეკჰემმა საკუთარი ხელით მოამზადა – ფეხბურთელი ვიდეორეცეპტს აქვეყნებს - Gemrielia.ge

ქლიავის ჯემი, რომელიც დევიდ ბეკჰემმა საკუთარი ხელით მოამზადა – ფეხბურთელი ვიდეორეცეპტს აქვეყნებს

ბოლო წლებში ცნობილი ფეხბურთელი დეივიდ ბეკჰემი სერიოზულად დაინტერესედა სოფლის ცხოვრებით. უკვე თითქმის ათი წელია, რაც ის დროის დიდ ნაწილს საკუთარ აგარაკზე, ინგლისის ერთ-ერთ სოფელში ატარებს.

ცოტა ხნის წინ დევიდ მეკჰემმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაცი ის ქლიავის ჯემს ამზადებს - ხილის კრეფიდან დაწყებული, მის გასუფთავებამდე და მოხარშვამდე დამთავრებული. ერთ-ერთ ქილას მან სახალისო წარწერაც კი გაუკეთა: David Beckjam, რომელიც მის გვარსა და ინგლისურ სიტყვა „jam“-ს (ჯემი) აერთიანებს.

ქლიავის ჯემი დეივიდ ბეკჰემის რეცეპტით:

ინგრედიენტები:

  • ქლიავი - 1 კგ
  • შაქარი - 500 გ
  • ლიმონის წვენი და ცედრა - 1 ლიმონისგან

მომზადების წესი:

qliavis-jemi-3-1758869634.webp

გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები. სურვილის მიხედვით დაჭერით უფრო პატარა ნაჭრებად, რომ ადვილად დარბილდეს. ქლიავი ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. 10–15 წუთში ხილს გამოუვა წვენი და დარბილდება. დროდადრო მოურიეთ, რომ არ მიიწვას. დაამატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და (სურვილისამებრ) ცედრა. კარგად მოურიეთ, რომ შაქარი მთლიანად გადნეს. გააგრძელეთ ხარშვა დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში. თუ გინდათ, ჯემი უფრო ერთგვაროვანი იყოს, შეგიძლიათ ბოლო ეტაპზე ხელის ბლენდერით მცირედ დააქუცმაცოთ. გადმოიღეთ ცოტაოდენი ჯემი ცივ თეფშზე. თუ გაციებულზე ფორმას ინარჩუნებს, ესე იგი მზად არის. ჯერ კიდევ ცხელი ჯემი ჩაასხით სტერილურ ქილებში, მჭიდროდ დაახურეთ და თავდაყირა გადააბრუნე გაგრილებამდე. ასე უკეთ შენარჩუნდება.

qliavis-jemi-5-1758869643.webp