როგორ ვიკვებოთ ცხელ დღეებში? - საზაფხულო კვების წესები - Gemrielia.ge

როგორ ვიკვებოთ ცხელ დღეებში? - საზაფხულო კვების წესები

ზაფხულის სიცხეში ორგანიზმის ენერგიის მოთხოვნილება მცირდება, ამიტომ საჭიროა ნაკლებად კალორიული, მსუბუქი საკვები. რეკომენდებულია ცხიმიანი და მძიმე საკვებისგან თავის არიდება, ხოლო ხორცის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანა. კვება უმჯობესია გადმოიტანოთ დილასა და საღამოს — მოერიდეთ ჭამას დღის ყველაზე ცხელ საათებში.

სასმელები: რა უნდა დალიოთ სიცხეში?

შეამცირეთ შავი ჩაისა და ყავის მოხმარება.

ტკბილი წვენები და გაზიანი სასმელები ვერ აქრობს წყურვილს — მოერიდეთ მათ.

უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს, მწვანე ჩაის, პიტნისა და ორეგანოს ჩაის. პიტნა, გარდა სასმელისა, შეგიძლიათ გარნირსაც დაუმატოთ — იგი არა მხოლოდ აგრილებს, არამედ სასარგებლო ვიტამინებითაც ამარაგებს ორგანიზმს.

მენიუში ჩართეთ ჯანჯაფილის ჩაი პიტნის ფოთლებით — სიცხეში აჯანსაღებს და აგრილებს.

დღის განმავლობაში რეკომენდებულია 2 ლიტრამდე სითხის მიღება. თუმცა თირკმლისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მქონე ადამიანებმა არ უნდა გაზარდონ წყლის რაოდენობა ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ხილი და ბოსტნეული

ხილი უმჯობესია დილით მიირთვათ. ციტრუსები, ქლიავი, ატამი, მსხალი, ყურძენი, გარგარი, საზამთრო და სხვა ხილი ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელია და აყალიბებს სრულფასოვან საზაფხულო რაციონს.

მიაქციეთ ყურადღება მჟავე კენკრასაც — ქაცვი, მოცხარი და ხურტკმელი სასარგებლოა და მდიდარია ვიტამინებით.

ახალი ბოსტნეული (სალათების ჩათვლით) აუცილებელია სიცხეში. ისინი არ იწვევენ დუღილის პროცესებს და ამარაგებენ ორგანიზმს მინერალებით:

კიტრი, ყაბაყი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ჭარხლის ფოთლები და მწვანილი. სალათის ფოთოლი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური — სასიამოვნო გემო და აუცილებელი მიკროელემენტები...განაგრძეთ კითხვა