მწვანე ლობიო ღორის ხორცითა და სოკოთი ჩინურ სტილში
You must have Flash Player installed in order to see this player.
09/03/2016
ინგრედიენტები:

1/4 ჭიქა ზეთი;
450 გ. მწვანე ლობიო;
1 ს. კ. დაჭრილი ნიორი;
1 ჩ. კ. ჯანჯაფილი;
3 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი;
110 გ. სოკო;
225 გ. ღორის ხორცის ფარში;
4 ცალი გამხმარი წითელი წიწაკა;
1 ს. კ. ჩილის პასტა;
2 ს. კ. სოიოს სოუსი;
1 ს. კ. ბრინჯის ღვინო;
მწიკვი თეთრი წიწაკა.

მომზადების წესი:

ცხელ ტაფაზე ზეთში მოშუშეთ მწვანე ლობიო, შემდეგ ამოიღეთ. იგივე ტაფაში ჩაყარეთ ნიორი, ჯანჯაფილი, მწვანე ხახვი, მოშუშეთ. ჩაამატეთ ფარში და სოკო და ასევე შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ წიწაკა, ჩილის პასტა, მოშუშული ლობიო, სოიოს სოუსი, ბრინჯის ღვინო, მწიკვი თეთრი წიწაკა. გემრიელად მიირთვით!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.