ფენქეიქის "ქისა" - ორიგინალური ფორმა და დაუვიწყარი გემო
You must have Flash Player installed in order to see this player.
17/02/2016
თქვენ დაგჭირდებათ:

100 გ. ფქვილი;
15 გ. კაკაოს ფხვნილი;
15 გ. შაქრის პუდრა;
მწიკვი მარილი;
2 კვერცხი;
225 მლ. რძე;
50 მლ. წყალი;
30 გ. კარაქი;
100 გ. გაყინული ჟოლო;
ვანილის ნაყინი;
მარწყვის თასმა (იყიდება პაკეტებში).

მომზადების წესი:

შეურიეთ ფქვილი, შაქრის პუდრა, კაკაო, მარილი, ჩაახალეთ კვერცხი. რძეში შეურიეთ წყალი და ნელ-ნელა დაუმატეთ ცომს, თან თქვიფეთ.

გაადნეთ კარაქი ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. აიღეთ კოვზით ცომი და თხელ ფენად მოასხით ტაფაზე. აცხვეთ 2.5 წუთი და შემდეგ გადააბრუნეთ.

გაყინული ჟოლო ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ 3 ს. კ. წყალი და თავდახურული ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 5-6 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ჟოლო 5-6 ს.კ. წყალთან ერთად).

ბლინის ცენტრში მოათავსეთ ვანილის ნაყინი, ზემოდან მოასხით ჟოლო, მიეცით ტომსიკას ფორმა, შეკარით მარწყვის ზონარით. დატკბით ულამაზესი და უგემრიელესი ნუგბარით!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.