ტეგი : ხორცი
ჩებურეკი რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. ხრაშუნა ცომის, გემრიელად შეზავებული გულსართისა და მარტივი რეცეპტის წყალობით ჩებურეკი, იმედია, ჩვენს ერთგულ მკითხველსაც ძალიან მოეწონება.
ეს კერძი უნგრული გულიაშის ჩეხური ინტერპრეტაცია გახლავთ. მას განსაკუთრებულ არომატს ლუდი და შავი პური სძენს. როგორც წესი, მას მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ.

ოსო ბუკო ტრადიციული იტალიური კერძია, რომელიც არტალის ნაჭრისგან მზადდება.
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ნინო ფანჯაკიძე პროფესიით ქიმიკოსია, კულინარია კი მისი უდიდესი ჰობია, რომელიც მეორე პროფესიად ექცა. ნინომ სულ ახლახან კულინარიული აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მალე ამ სასწავლებლის ლექტორად მოგვევლინება. გთავაზობთ მის რეცეპტს.
ბულგური ხორბლის ბურღულია, რომლის ჩანაცვლებაც შეგიძლიათ მრგავლი ბრინჯით ან ქერის ან ხორბლის სხვა ბურღულით.
ეს ორიგინალური კატლეტი ტრადიციული ვარიანტისაგან იმით განსხვავდება, რომ აქვს გამოკვეთილი ტკბილი წიწაკისა და ბოსტნეულის არომატიც.

ჩვენი ჟურნალის სტუმარი ამჯერად მერი ჭიჭიაშვილი გახლავთ, რომელმაც ხორცის რულეტისა და ბანანის ბრაუნის რეცეპტები გაგვიზიარა. მერი ესპანეთში ცხოვრობს და სურს, ჩვენი ჟურნალის საშუალებით, ამ გემრიელი რეცეპტებით მიულოცოს დაბადების დღე საყვარელ ძმას - ზვიადს. გარდა კულინარიისა, მერი ხელსაქმითაც არის გატაცებული და საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებს საიტზე www.artesaniademaria.com
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ცნობილი მომღერალი, ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ. როგორც მან განაცხადა, აქვს რამდენიმე საფირმო რეცეპტი, რომელთა გაზიარებაც ჩვენი მაყურებლისთვის სწორედ "გემრიელის" საშუალებით გადაწყვიტა. ქალბატონ ირმას დიდ მადლობას ვუხდით მოწოდებული რეცეპტისათვის და ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ ბრინჯით მომზადებული ქათმის გემრიელ რეცეპტს, რომელიც თავად მოვამზადეთ.
ამ კერძის მოსამზადებლად შეგვიძლია ატრია შინ მოვამზადოთ _ წყლითა და ფქვილით მოვზილოთ მაგარი ცომი, თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრ¬ათ, შემდეგ კი მდუღარე მარილ¬იან წყალში მოვხარშოთ.
ჟურნალ "გემრიელის" სტუმარი ინა ნერგაძე გახლავთ. ინა პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტია, ყავს მეუღლე და ორი შვილი. იგით თავის ოჯახის წევრებს ხშირად ორიგინალური კერძებით ანებივრებს. უყვარს მოგზაურობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გთავაზობთ ინას მომზადებულ ქათმის კატლეტის საინტერესო რეცეპტს.
ყველასთვის ცნობილია ქათმის ტრადიციული კერძი ჩიხირთმა, ჩვენ დღეს მის განსხვავებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ორიგინალურ ვარიანტში ეს კერძი ანანასით მზადდება, ჩვენ გთავაზობთ მის განსხვავებულ ვარიანტს
ამ კერძში შეიძლება როგორც მთლიანი ქათმის გამოყენება, ისე ნებისმიერი ნაჭრის. კონკრეტულ რეცეპტში შემწვარი ბარკალია წარმოდგენილი.

გთავაზობთ ქათმის მწვადის  უმარტივეს, გემრიელ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც გარეთ, გრილზე ან ნაკვერჩხალზე, ასევე სამზარეულოში, ტაფაზე.
ამ შესანიშნავი გუფთებისთვის ქათმის ნაცვლად ინდაურის ხორცის გამოყენებაც შეიძლება.
თუ თქვენს შვილს დილით მადიანად საუზმობა უყვარს, მოუმზადეთ ეს ნოყიერი და გემრიელი კერძი.
ჯეიმი ამბობს, რომ ეს ცოტა უცნაური, თუმცა შესანიშნავი კერძია, რომელიც ნამდვილად ღირს რომ სცადოთ.

ღორის ხორცი ლუდით - უნაზესი, არომატით სავსე, საოცრად გემრიელი კერძია. აუცილებლად მოამზადეთ - შედეგი გაგაოცებთ!

ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.