ტეგი : კრემი
აღდგომის დღეებში შეგვიძლია მოვამზადოთ ეფექტური დესერტი, რომლის ბაზასაც პასკა წარმოადგენს. ეს დესერტი შეიძლება მომზადდეს ძველი პასკისაგანაც
ამ ორიგინალური დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება მსხალი, ღვინო, ბისკვიტი, კრემი და შოკოლადი. მასალის რაოდენობა თავად უნდა განვსაზღვროთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მსხლის მომზადება გვსურს.
კრემა კატალანა ესპანური დესერტია. იგი გემოთი კრემ-ბრულეს მოგვაგონებს. ლიმონის ცედრის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორთოხლის ცედრა.
ამ ეფექტური დესერტის მომზადება საკმაო დროსა და გამოცდილებას მოითხოვს. თუ ბეზეს გამოცხობას შინაურ პირობებში ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია მზა შევიძინოთ.
ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა, რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა დესერტის მონარჩენი მასალისგანაც შეიძლება. თუ დაგრჩათ კრემი, დავამატოთ ნებისმიერი ხილი და ბისკვიტის ან კექსის ნაჭრები, ან ფხვიერი ნამცხვარი, დავალაგოთ ფენებად, გააფორმეთ და გემრიელი დესერტიც მზადაა.
ამ მარტივი, გემრიელი ნამცხვრის დასამზადებლად დიდი ძალიასხმევა არ დაგჭირდებათ.
წლების წინ ეს ძალიან პოპულარული დესერტი იყო, სახლში, შეიძლება შემორჩენილიც გქონდეთ კონუსის ან მილის სპეციალური ფორმები, რომელზეც ცომი ცხვება. შეიძლება ასეთი ფორმები თავადაც დაამზადოთ მუყაოთი ან სქელი ქაღალდით და შემდეგ ფოლგა შემოაკრათ.
ნუთელას მსგავსი შოკოლადისა და თხილის პასტა ძალიან ადვილად შეგვიძლია თავადაც მოვამზადოთ სახლში. გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, უფრო ჯანსაღიცაა, მავნე მინარევების გარეშე.  გთავაზობთ ერთ-ერთ ვერსიას.
ტორტის სახელი თავად მეტყველებს საკუთარ თავზე! ამ უგემრიელესი დესერტის სამივე ფენა სხვადასხვანაირია, ნიგვზით, კაკაოთი და ყაყაჩოს თესლით. 
მაგრამ რადგან საქართველოში ყაყაჩოს თესლი აკრძალულია და არ იყიდება, შეგვიძლია რეცეპტიდან ამოვიღოთ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ.
ეს შესანიშნავი ფრანგული კრემი გამოგადგებათ ტორტებისთვის და  ქაფქეიქებისთვის. აქვს ჰაეროვანი, აბრეშუმისვით ტექსტურა და კარგად ინარჩუნებს ფორმას, ამიტომ მოსართავად შესანიშნავი ვარიანტია.
ეს ნამცხვარი იდეალურია მეგობრული შეხვედრებისთვის ან ცივი საღამოების გასალამაზებლად, ფინჯან ჩაისთან ერთად
ეს უფრო იდეაა, ვიდრე რეცეპტი. იმედია მოგეწონებათ და გამოიყენებთ კიდეც
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.