ტეგი : კვერცხი
ეს მარტივი საუზმე აღდგომის დღეებში ზედგამოჭრილია. მორჩენილი მოხარშული კვერცხისგან შესანიშნავი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ.
კრემა კატალანა ესპანური დესერტია. იგი გემოთი კრემ-ბრულეს მოგვაგონებს. ლიმონის ცედრის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორთოხლის ცედრა.
პამიდვრიანი ერბო-კვერცხი საზაფხულო კერძია, რომლის მთავარ ღირსებას ახალი პამიდორი და არომატული მწვანილი წარმოადგენს. ამ კერძის მომზადება შეგვიძლია ტკბილი წიწაკის გარეშეც. სოფლებში პამიდვრიან ერბო-კვერცხს უფრო წვნიანს ამზადებენ.
ეს ცივი წვნიანი სასიამოვნო და მსუბუქი სადილია და მართლაც რომ ზედგამოჭრილია ცხელი ზაფხულისთვის. გარდა იმისა, რომ აკროშკა იოლი მოსამზადებელია, მეტად სასარგებლო კერძიც გახლავთ.

ტრადიციულად გთავაზბთ პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის" სტუდენტებისა და პედაგოგების მიერ მომზადებული კერძების რეცეპტებს. ქალბატონი ინგა დავითაია რესტორან შეფმზარეულია. იგი "იკაროსში" სტუდენტებს ქართული სამზარეულოს საიდუმლოებებს უმხელს. სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის მან და მისმა სტუდენტებმა იმერული ხაჭაპური გამოაცხვეს.

საბაიონი ცნობილი იტალიური ნუგბარია, რომლის გამოგონებაც იტალიელ კონდიტერს, ბართოლომეო სკაპის მიეწერება. დესერტი წარმოადგენს კვერცხისა და შაქრისგან მომზადებულ კრემს ღვინის დამატებით. საბაიონში გამოიყენება ღვინის სახეობები – პროსეკო და მარსალა, თუმცა თუ არა გვაქვს, ჩვეულებრივი, თეთრი მშრალი ღვინოც სავსებით მისაღებია.

ამ ეფექტური დესერტის მომზადება საკმაო დროსა და გამოცდილებას მოითხოვს. თუ ბეზეს გამოცხობას შინაურ პირობებში ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია მზა შევიძინოთ.
ეს საუზმის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვახშმადაც გამოდგეს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რითი ამოვავსებთ ფუნთუშას

გამოდგება უშაქრო ფუნთუშა ან მინი პურები
ამ რეცეპტისთვის შეგვიძლია წინა დღის კრუასანიც გამოვიყენოთ, რომელიც ფუმფულა და ნაზი აღარ არის და პირდაპირ საჭმელად აღარ გამოვიყენებთ

სალათა ცეზარის სახელს ზოგჯერ შეცდომით რომის იმპერატორს, ცეზარს უკავშირებენ, სინამდვილეში კი იგი ატარებს ცეზარ კარდინის სახელს, რომელმაც პირველმა მოამზადა ეს ისტორიული სალათა. ეს უგემრიელესი კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურშია შესული.

ეს შესანიშნავი დესერტი ნებისმიერი სადილისთვის კარგი დასასრული იქნება. სცადეთ და მოამზადეთ, ძალიან მარტივი და ამასთანავე გემრიელიც

ამბობენ, რომ ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი მარინა ცვეტაევას ძალიან უყვარდა და ეს სახელიც მის გამო ჰქვია. ერთნაირად გემრიელია ცივიც და თბილიც, ნაყინთან ერთად

ამ გემრიელი და ლამაზი ღვეზელის მოსამზადებლად ნებისმიერი გულსართი შეიძლება გამოიყენოთ, ამჯერად გთავაზობთ კომბოსტოსა და კვერცხის მიქსს.
თუ თქვენს შვილს დილით მადიანად საუზმობა უყვარს, მოუმზადეთ ეს ნოყიერი და გემრიელი კერძი.
დესერტი მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს და ამასთანავე მარტივ რეცეპტებს ანიჭებს უპირატესობას
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.