ტეგი : ხაჭო

ჩიზქეიქი, როგორც წესი, ნაღების ყველისგან  მზადდება და ორი სახის არის – გამომცხვარი და ცხობის გარეშე, ცივად მომზადებული. ჩიზქეიქის ძირი ორივე ვარიანტში ერთნაირია – დაფხვნილი და გამდნარ კარაქში არეული ნამცხვრის თხელი ფენა. ჩვენ შემთხვევაში ნაღების ყველის მაგივრად ახალი, ცხიმიანი ხაჭოა გამოყენებული. თუ ხაჭო სველია, უმჯობესია, რამდენიმე საათით ან მთელი ღამით მოვათავსოთ დოლბანდში, წვრილბადიან საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ჩიზეიქი უფრო ნაზი ტექსტურის გამოვა, თუ გაწურულ ხაჭოს საცერში ან იმავე საწურზე გავატარებთ. ამისთვის ხაჭო მცირე ულუფებად უნდა დავყაროთ საცერზე, რომელსაც მოვათავსებთ თასზე და ხელით ან სადილის კოვზით გავსრისოთ.

ეს ნამცხვარი ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია. შეგიძლიათ ალუბლის ნაცვლად გამოიყენოთ ჟოლო, მაყვალი ან მოცხარი.

ალუბლის ჟელეს შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა მიხაკ-დარიჩინი.

ვაშლი ხაჭოს გულით შესანიშნავი საუზმეა ბავშვებისთვის. ისეთებიც კი, ვისაც ხაჭო არ უყვარს, სიამოვნებით მიირთმევენ ამ გემრიელ და სასარგებლო პროდუქტს.
საოცრად გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო დესერტი
ეს გემრიელი ჩიზქეიქი საკმაოდ დაბალკალორიულია (100 გ=140კკალ) და გამოადგება მათ, ვინც ფორმის შენარჩუნებაზეც ზრუნავს და ტკბილეულსაც ვერ ივიწყებს.
ეს ტორტი ძალიან მარტივია, თუმცა მოსამზადებლად დიდ დროს მოითხოვს.
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.