ტეგი : ყველი
ასე უწოდებენ ბერძნები ისპანახისა და ყველის ნაზავისგან მომზადებულ ღვეზელს. მთავარი ამ ღვეზელში ცომია, რომელსაც ,,ფილო" ჰქვია, თარგმანში ფურცელს ნიშნავს და მართლაც ფურცელივით თხელია. ასეთი ცომით მზადდება ცნობილი ბაქლავაც. ფილოს შეძენა თბილისში მომრავლებულ თურქულ მარკეტებშიც შეგიძლიათ.
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ამჯერად მერი ჭიჭიაშვილი გახლავთ, რომელმაც ხორცის რულეტისა და ბანანის ბრაუნის რეცეპტები გაგვიზიარა. მერი ესპანეთში ცხოვრობს და სურს, ჩვენი ჟურნალის საშუალებით, ამ გემრიელი რეცეპტებით მიულოცოს დაბადების დღე საყვარელ ძმას - ზვიადს. გარდა კულინარიისა, მერი ხელსაქმითაც არის გატაცებული და საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებს საიტზე www.artesaniademaria.com
ამ კერძის მოსამზადებლად შეგვიძლია ატრია შინ მოვამზადოთ _ წყლითა და ფქვილით მოვზილოთ მაგარი ცომი, თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრ¬ათ, შემდეგ კი მდუღარე მარილ¬იან წყალში მოვხარშოთ.
კარტოფილითა და ყველით მომზადებული ეს გემრიელი მობრაწულა განსაკუთრებით პატარებს მოეწონებათ. მას ჩვენი ფანტაზიით შეგვიძლია დავუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული - ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, სატაცური და სხვა.

თუ ნაღები არა გვაქვს, მის ჩანაცვლებას თავისუფლად შევძლებთ ცხიმიანი რძით. პარმეზანის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ცხიმიანი ყველი

ამ კერძის მოსამზადებლად რეკომენდებულია ახალი, ქორფა კომბოსტო. მისი ნედლი ფოთლები უფრო არომატული და ნაზია.

კომბოსტოს გულში შეგვიძლია მოვათავსოთ სხვადასხვა გულსართი – ყველი, ლორი, მოშუშული ბოსტნეული, ხორცი და სხვა.

ბურეკა შუა აზიური ღვეზელია. მისი მრავალი ვერსია არსებობს როგორც ცომის, ისე შიგთავსის მხრივ. ამზადებენ ფენოვანი ან ფილოს ცომით, გულში შეიძლება ჩაუდოთ კარტოფილი, ყველი, ისპანახი, ხორცი, ბადრიჯანი. მიირთმევენ როგორც აპეტაიზერს სადილამდე. შესაძლებელია მზა ბურეკების გაყინვა, შემდეგ კი ნებისმიერ დროს უცებ შედგამთ ღუმელში და რამდენიმე წუთში მზად გექნებათ. ძალიან მოსახერხებელია წასახემსებლად პიკნიკზე, სამსახურში.
უკვე მზა ფილოს ან ფენოვანი ცომით ძალიან სწრაფად კეთდება. ამჯერად ფილოს ცომით მომზადებულ, ხრაშუნა ბურეკების რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ჟურნალ "გემრიელის" სტუმარი ინა ნერგაძე გახლავთ. ინა პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტია, ყავს მეუღლე და ორი შვილი. იგით თავის ოჯახის წევრებს ხშირად ორიგინალური კერძებით ანებივრებს. უყვარს მოგზაურობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გთავაზობთ ინას მომზადებულ ქათმის კატლეტის საინტერესო რეცეპტს.
ტრადიციულად გთავაზბთ პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის" სტუდენტებისა და პედაგოგების მიერ მომზადებული კერძების რეცეპტებს. ქალბატონი ინგა დავითაია რესტორან შეფმზარეულია. იგი "იკაროსში" სტუდენტებს ქართული სამზარეულოს საიდუმლოებებს უმხელს. სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის მან და მისმა სტუდენტებმა იმერული ხაჭაპური გამოაცხვეს.

ეს რეცეპტი ყველაზე მეტად სოკოს მოყვარულებს გაახარებთ. გემრიელი საუზმის მოსამზადებლად სულ ცოტა ხანი დაგვჭირდება.

საერთოდ, კლასიკურ რეცეპტებში კიში ფხვიერი, უშაქრო ცომით კეთდება. მაგრამ ზოგჯერ თავს ცვლილებების შეტანის უფლებაც უნდა მივცეთ. მაგალითად, მშვენიერი ვარიანტია ფენოვანი ცომი! თუმცა ამჯერად უფრო შორს წავიდეთ და ფილოს ცომი ვცადოთ :)
ეს ერთგვარი სახელდახელო პიცაა, სწრაფად მზადდება და იდეალურია პიკნიკზე წასაღებად.
ეს საუზმის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვახშმადაც გამოდგეს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რითი ამოვავსებთ ფუნთუშას

გამოდგება უშაქრო ფუნთუშა ან მინი პურები
ეს მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ გემრიელი და ორიგინალური ყველის ბურთულები სადღესასწაულო სუფრისთვის ან ფურშეტისთვის.
ამ უგემრიელეს კერძს რიზოტო პირობითად ჰქვია, რადგან სწორედ ამ მეთოდით მომზადდა, ღვინის და პარმეზანის დამატებით.
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.