ტარტი ვაშლის ვარდებით

15 / 3.93
ტარტი ვაშლის ვარდებით
დრო
2 სთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ცომისთვის
დარბილებული კარაქი
125 გ
შაქრის პუდრა
3 ს.კ, სავსე
კვერცხი
1
ვანილი
1 პაკეტი
ფორთოხლის ცედრა
1 ჩ.კ
დაფქული ნუში
100 გ
ფქვილი
150-200 გ
კრემისთვის
რძე
400 მლ
თეთრი ღვინო
100 მლ
კვერცხის გული
3
ვანილი
ფქვილი
4 ს.კ, სავსე
ფორთოხლის ცედრა
1 ჩ.კ
შაქარი
6 ს.კ
ვაშლი
5-6
კარაქს შევურიოთ შაქარი, ვანილი, ცედრა, შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ნუში. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილიც -რბილი ცომი უნდა მივიღოთ.

ცომიგადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში 22-24 სმ დიამეტრით და სანამ კრემს მოვამზადებთ, მაცივარში შევდოთ.

კრემისთვის ფქვილს შევურიოთ შაქარი და ცედრა, დავამატოთ გულები და ცოტა რძე. კარგად გავხსნათ, დარჩენილი რძე და ღვინოც დავამატოთ. დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით გავაკეთოთ კრემი. რომ შესქელდება გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავაციოთ

ბოსტნეულის სათლელით კანიან ვაშლებს ავაფცქვნათ თხელი ლენტები. შემდეგ ეს ლენტები ვარდებივით დავახვიოთ ერთმანეთზე. ცომზე დავასხათ კრემი, ზემოდან დავალაგოთ ვარდები

ვარდებს სიპრიალისთვის გადავუსვათ შემთბარი  კონფიტიური, მაგალიტად გარგრის, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სანამ ცომი არ გაოქროსფერდება და ვაშლებიც არ შეიწვება.
დესერტები / ნამცხვარი / ტარტი ვაშლის ვარდებით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.