განუმეორებელი ტორტი "კარო" - რეცეპტი, რომელსაც ბევრი ელოდა!

11 / 2.73
განუმეორებელი ტორტი "კარო" - რეცეპტი, რომელსაც ბევრი ელოდა!
დრო
1 წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი:
კვერცხი
4 ცალი
შაქარი
1,5 ჭიქა
თაფლი
2 ს/კ
კონიაკი
1 ს/კ
ფქვილი
1 და 2/3 ჭიქა
კაკაო
2 ს/კ
დარიჩინი
1/2 ჩ/კ
გამაფხვიერებელი
1,5 ჩ/კ
ნიგოზი
1 ჭიქა
შავი ქლიავის ჩირი
100 გ
კრემი:
შედედებული რძე
მოხარშული, 1 ქილა
კარაქი
150 გ
შავი შოკოლადი
მინანქრისთვის
მომზადება:

გაატარეთ ნიგოზი, შავი ქლიავი ჩირი დაჭერით. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფაფუკ მასას, დაუმატეთ კონიაკი, თაფლი და კვლავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ მასაში გატარებული ნიგოზი და დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი.
ჯამში აურიეთ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და მიღებული მშრალი მასა შეურიეთ კვერცხის მასას.
მიღებული ცომით გამოაცხვეთ 3 ან 2 ბისკვიტი.
ათქვიფეთ მოხარშული შედედებული რძე კარაქთან ერთად.
დასანამისთვის: ერთმანეთში შეურიეთ ¼ ცხელი წყალი ჩაასხით შედედებული რძის ქილაში, დაუმატეთ 1 ს/კ კონიაკი და აურიეთ. მიღებული მასით დანამეთ ბისკვიტები, გარდა ზედა ფენისა. წაუსვით ბისკვიტებს კრემი.
გაადნეთ წყლის აბაზანაზე შავი შოკოლადი და მოასხით ტორტს ზემოდან.
გააჩერეთ რამდენიმე ხანი ტორტი, სანამ დაჭრიდეთ.
გემრიელად მიირთვით!

დესერტები / ტორტი / განუმეორებელი ტორტი "კარო" - რეცეპტი, რომელსაც ბევრი ელოდა!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.