ლობიოს ღვეზელი ნახევარფენოვანი ცომით

0 / 0
ლობიოს ღვეზელი ნახევარფენოვანი ცომით
დრო
1 წთ
ულუფა
8
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი
500 გ
თბილი წყალი
250 მლ
ზეთი
60 მლ
მარილი
1 ჩ/კ
მშრალი საფუარი
1 ჩ/კ
დარბილებული მარგარინი
100 გ
გულსართისთვის:
მოხარშული ლობიო
600 გ
ზეთი
4 ს/კ
დაჭრილი ხახვი
2 თავი
მარილი და პილპილი
სასურველი სანელებლები
მომზადება
1 ჭიქა ფქვიშლი ავურიოთ მარილი, საფუარი და დავასხათ თბილი წყალი, ვუმატოთ ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ ნაზი ცომი, დავდგათ ასაფუებლად. მარგარინი ორად გავყოთ. როცა აფუვდება, გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი (1 ჩ.კ. დავტოვოთ). გადავახვიოთ რულეტივით და ზემოდან დარჩენილი 1 ჩ.კ. წავუსვათ, გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით გავაჩეროთ. ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
ხახვი მოვშუშოთ ზეთში და ლობიოსთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ სანელებლები და დავყოთ 6-8 გუნდად.
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, დავყოთ იმდენივე გუნდად, რამდენიც ლობიო იქნება, ჩავდოთ ცომში, შევკრათ და გავაბრტყელოთ.
გამოცხობის წინ ღვეზლებს წყალი მოვაპკუროთ, ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ ან ოდნავ ჩავსეროთ. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ცომეული / ღვეზელები / ლობიოს ღვეზელი ნახევარფენოვანი ცომით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.