მაიონეზი თეთრი ლობიოსგან: ყველაზე მოულოდნელი რეცეპტი, რაც კი აქამდე გიცდიათ!

0 / 0
მაიონეზი თეთრი ლობიოსგან: ყველაზე მოულოდნელი რეცეპტი, რაც კი აქამდე გიცდიათ!
დრო
15 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვინ იფიქრებდა, რომ უბრალო, იაფი პროდუქტებისგან უგემრიელესი მაიონეზის მომზადებაა შესაძლებელი! მას არ ჭირდება კვერცხი, ამიტომაც გამოდის სამარხვო.
მსუბუქი, ჰაეროვანი და დაბალკალორიულია...
მისი გამოყენება შეგიძლიათ სალათებში, ცალკე მისატან სოუსად და ძალიან უხდება მოხარშულ კარტოფილსა და პელმენს.
ამ მაიონეზის მთავარი ინგრედიენტი, არც მეტი არც ნაკლები - ლობიოა.

ინგრედიენტები:
თეთრი ლობიო
მოხარშული ან კონსერვი
ზეთი
200-300 მლ
შაქარი
0,5 ჩ/კ
მარილი
0,5 ჩ/კ
მდოგვი
1 ჩ/კ
ლიმონის წვენი
2 ს/კ ან ძმარი 1 ს/კ
ლობიოს ნახარში
50 მლ
მომზადება:
დააბლენდერეთ თეთრი ლობიო შაქართან, მარილთან და მდოგვთან ერთად.
თანდათან, წვრილი ნაკადით ჩაუმატეთ ზეთი, თან შეუჩერებლად თქვიფეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი.
იმისათვის, რომ სოუსი ძალიან სქელი არ გამოვიდეს, დაუმატეთ ლობიოს ნახარში და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სახლის მაიონეზი მზად არის! შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ მეტი მდოგვი.


საწებლები/სოუსები / საწებლები/სოუსები / მაიონეზი თეთრი ლობიოსგან: ყველაზე მოულოდნელი რეცეპტი, რაც კი აქამდე გიცდიათ!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.