არომატული და ხრაშუნა ვაშლის ნამცხვრები – ამაზე გემრიელი არ არსებობს!

0 / 0
არომატული და ხრაშუნა ვაშლის ნამცხვრები – ამაზე გემრიელი არ არსებობს!
დრო
35 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
კარაქი
200 გ + 50 გულსართისთვის
ფქვილი
500 გ
კვერცხი
2 ცალი
რძე
100 მლ
შაქარი
120 გ + 50 გ გულსართისთვის
ვაშლი
4 ცალი
ლიმონი
1 ცალი
ვანილინი
1 შეკვრა (1 გ)
გამაფხვიერებელი
1 შეკვრა (10 გ)
მწიკვი მარილი
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადება:
200 გ კარაქი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ 120 გ შაქარი, კვერცხი, რძე, ვანილინი, ლიმონის ცედრა და ათქვიფეთ.
დაუმატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი და გამაფხვიერებელი.
მოზილეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებს არ ეკვრის.
გაახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათი.
ვაშლი გახეხეთ მსხვილად და გადაიტანეთ ტაფაზე. დაუმატეთ 50 გ შაქარი, 50 გ კარაქი და ნახევარი ლიმონის წვენი.
თუშეთ ცეცხლზე, სანამ წვენი არ ამოშრება. სურვილისამებრ დაუმატეთ დარიჩინი.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით ორ ნაწილად. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის მრგვალ ფირფიტად.
დაჭერით ცომი 8 სამკუთხედად და გააკეთეთ ჩანაჭრები, როგორც ქვედა ფოტოზეა ნაჩვენები.
თითოეული ცომის გულში მოათავსეთ 1 ს/კ გულსართი. გადააფარეთ გულსართს ჯერ ცომის ერთი კიდე, შემდეგ მეორე.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!

დესერტები / ნამცხვარი / არომატული და ხრაშუნა ვაშლის ნამცხვრები – ამაზე გემრიელი არ არსებობს!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.