უნაზესი კრემბრულე ბრენდით

0 / 0
უნაზესი კრემბრულე ბრენდით
დრო
2 წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
მაღალცხიმიანი რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები
600 მლ
კვერცხი
6 ცალი
შაქარი
2/3 ჭიქა + 2-3 ს/კ ზემოდან მოსაყრელად
ვანილი
1 შეკვრა
ბრენდი
1 ჩ/კ
მომზადება
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ვანილი. კვერცხითა და შაქრით გოგლიმოგლი
ავთქვიფოთ, დავუმატოთ ბრენდი და წვრილი ნაკადით შევურიოთ რძეს, თან ვთქვიფოთ
(თუ გვსურს, რომ დესერტი მკვრივი გამოვიდეს, შეგვიძლია აქვე შევურიოთ 1 ს.კ. კარტოფილის
სახამებელი). მასა გადავანაწილოთ 6 ცეცხლგამძლე სუფლეს ან სხვა სასურველ ფორმაში. თუნუქის ფურცელზე დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ ფორმებს შუამდე მოადგეს, შიგ ჩავაწყოთ კრემით გავსებული ფორმები და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
50 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ, ზემოდან მოვაყაროთ შაქარი და გრილის საშუალებით 1-2 წუთის განმავლობაში ზემოდან მოვბრაწოთ. მივირთვათ გაცივებული.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
დესერტები / სუფლე, კრემი, ნაყინი / უნაზესი კრემბრულე ბრენდით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.