ნუთელას ჩიზქეიქი - დესერტების მეფე!

0 / 0
ნუთელას ჩიზქეიქი - დესერტების მეფე!
დრო
4 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
კრეკერები
280 გ
დარბილებული კარაქი
5 ს/კ
ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი
1 ქილა, ოთახის ტემპერატურის
თხილი (მოხალული)
დაჭრილი, 3/4 ჭიქა
ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე)
450 გ
შაქარი
1/2 ჭიქა
მომზადება:
კრეკრები ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ კარაქი და 1 ს/კ ნუთელა.
დაუმატეთ 3 ს/კ თხილი და ათქვიფეთ.
მოათავსეთ მიღებული მასა 23 სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში და ხელით კარგად ჩატკეპნეთ. მოათავსეთ მაცივარში, რათა კარგად გაცივდეს.
ამასობაში ათქვიფეთ ნაღების ყველი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ დარჩენილი ნუთელა და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
გადაიტანეთ ყველისა და ნუთელას მასა უკვე გაცივებულ ბაზაზე, მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი თხილი და შედგით რამდენიმე საათით ან მთელი ღამით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!


დესერტები / დესერტი ცხობის გარეშე / ნუთელას ჩიზქეიქი - დესერტების მეფე!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.