ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური (სამარხვო)

0 / 0
ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური (სამარხვო)
დრო
15 წთ
ულუფა
3
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ხის სოკო
1 კგ
ხახვი
2 თავი
ნიორი
1-2 კბილი
ქინძი
პატარა კონა
პიტნა
1 კონა
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადება
სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ადუღებულ წყალში მოვხარშოთ 8-10 წთ.
ამოვწუროთ წყლიდან. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ გახეხილი
ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, პიტნა და ბოლოს დავაყაროთ სოკო. ამოვურიოთ.
შევკაზმოთ მარილით და პილპილით. ძალიან უხდება გახუხული პური.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ნაციონალური კერძები / ქართული კერძები / ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური (სამარხვო)
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.