ძალიან არომატული და გემრიელი ტოლმა ვაშლით

0 / 0
ძალიან არომატული და გემრიელი ტოლმა ვაშლით
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
საქონლის ხორცის ფარში
250 გ
ღორის ხორცის ფარში
250 გ
ვაშლი
1 ცალი
ხახვი
3 თავი
ნიორი
1 თავი
ოხრახუში და ქინძი
ძირა
ხმელი ქონდარი
მარილი
წითელი წიწაკა
ტომატპასტა
2 ს/კ
კომბოსტოს ფოთლები
გადასახვევად
მომზადება
კომბოსტოს ფოთლები დავანაწევროთ, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვწალოთ.
გავწუროთ და გავაცივოთ. ხორსაკეპ მანქანაში გავატაროთ ხორცი, ხახვი, ვაშლი, ნიორი და
მწვანილები. დავუმატოთ ძირა, ქონდარი, წითელი წიწაკა და მარილი. ხელით კარგად ავზილოთ და გადავახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფოთლებში.
სქელძირიან ქვაბში ჩავაფინოთ რამდენიმე კომბოსტოს ფოთოლი, ჩავაწყოთ ტოლმა, ტომატი გავხსნათ წყალში და დავასხათ ისე, რომ ბოლომდე ფარავდეს. ვხარშოთ დაახლოებით 30 წთ.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ნაციონალური კერძები / ქართული კერძები / ძალიან არომატული და გემრიელი ტოლმა ვაშლით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.