ნაზი და ხრაშუნა ფენოვანი ფუნთუშები ბებოს უნიკალური რეცეპტით!

2 / 3.00
ნაზი და ხრაშუნა ფენოვანი ფუნთუშები ბებოს უნიკალური რეცეპტით!
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ფქვილი
2 ჭიქა
სოდა 0,5 ჩკ
მარილი
0,5 ჩ/კ
კვერცხი
1 ცალი
ძმარი
1 ჩ/კ
ზეთი
1/2 ჭიქაზე ცოტა მეტი
ნებისმიერი გულსართი, გემოვნებით
მომზადება:
ჯამში აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი მარილი და სოდა (ან 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი).
მეორე ჯამში ათქვიფეთ 1 კვერცხი, ნახევარ ჭიქაზე ცოტა მეტი ზეთი, 1 ჩ/კ 9%-იანი ძმარი და ნახევარი ჭიქა წყალი.
შეურიეთ მშრალ მასას თხევარი და კარგად აურიეთ. მოზილეთ გლუვი და ელასტიკური ცომი (თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ ფქვილი).
გადააფარეთ ცომს ცელოფანი ან ჩაის ტილო და მოათვსეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.
შემდეგ გაყავით ცომი 2 ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული ძალიან თხელ დიდ ფირფიტად.
ფირფიტის კიდეზე მოათავსეთ სასურველი გულსართი (ეს შეიძლება იყოს, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი) და გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად.
დანის ბლაგვი მხარით ისე, რომ არ ჩაჭრათ ბოლომდე, გაყავით რულეტი თანაბარ ნაწილებად. ოდნავ გადაატრიალეთ და დაყავით ღვეზელებად.
ბოლოდები შეაწებეთ, გადმოაბრუნეთ და თითით გააკეთეთ ცენტრში ჩაღრმავებები...
მოათავსეთ ღვეზელები ლითონის ფირფიტაზე ერთმანეთისგან დაშორებით.
წაუსვით 1 ს/კ წყალში გათქვეფილი კვერცხის გული და აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!

ცომეული / ღვეზელები / ნაზი და ხრაშუნა ფენოვანი ფუნთუშები ბებოს უნიკალური რეცეპტით!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.