საშობაო კექსი მინანქრით და ჩირებით

0 / 0
საშობაო კექსი მინანქრით და ჩირებით
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
რძე
250 მლ
კარაქი
75 გ
ფქვილი
425 გ
შაქარი
75 გ
კარდამონი (ილი)
1 ჩ/კ
მშრალი საფუარი
10 გ
კვერცხი
3 ცალი
ზეთი
1 ს/კ
თეთრი მშრალი ღვინო
50 მლ
ჩირები
150 გ
მინანქრისთვის :
შაქრის პუდრა
150 გ
დარიჩინი
1 ჩ/კ
ნაკერჩხილის სიროფი
3-4 ს/კ
მომზადება:
შეათბეთ რძე, დაუმატეთ კარაქი და მიიყვანეთ ადუღებამდე. არ აადუღოთ, ისე გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გაცერით ორივე სახეობის ფქვილი ჯამში. დაუმატეთ შაქარი, კარდამონი (ილი) და საფუარი. გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩახალეთ 2 კვერცხი. ჩაასხით რძისა და კარაქის მასა. კარგად აურიეთ, მოზილეთ ცომი. მოათავსეთ ზეთწასმულ ჯამში და გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. გააჩერეთ თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათი. ცომი უნდა გაორმაგდეს მოცულობაში.
დაასხით ჩირებს ღვინო და გააჩერეთ 30 წუთი.
დაუმატეთ ჩირები ცომში და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ.
გააკეთეთ მოგრძო, 20 სმ-ის ბატონი და დადეთ ფქვილმოყრილ ლითონის ფიფრიტაზე. გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთით, შემდეგ წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღმელში 45 წუთი.
როცა კექსი გამოცხვება, გააცივეთ და მოასხით მინანქარი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ:
შეურიეთ მინანქრისთვის მოცემული ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, კარგად აურიეთ და მინაქნარი მზად არის.



დესერტები / ნამცხვარი / საშობაო კექსი მინანქრით და ჩირებით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.