კარტოფილის ხვეულები ლორისა და ყველის გულსართით

0 / 0
კარტოფილის ხვეულები ლორისა და ყველის გულსართით
დრო
15 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
კარტოფილი
3 ცალი
ფქვილი
500 გ
კარაქი
125 გ
კვერცხი
1 ცალი (ცილა - ცომში, გული - ზემოდან წასასმელად)
გამაფხვიერებელი
1 შეკვრა
გულსართისთვის:
ძეხვის ან ლორის ნაჭერი
150 გ
ყველი
100 გ
ოხრახუში
1/2 კონა
მარილი და პილპილი
გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხის ცილა, ფქვილი და გამაფხვიერებელი, პილპილი და მოზილეთ ცომი.
გულსართისთვის: წვრილად დაჭერით ყველი, ლორი და ოხრახუში, დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი და აურიეთ.
გააბრტყელეთ ცომი მრგვლად და დაჭერით სამკუთხედებად.
თითოეული სამკუთხედის განიერ კიდეზე მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ.
მოათავსეთ ხვეულები ლითონის ფირფიტაზე და მიეცით ნახევარმთვარის ფორმა, წაუსვით კვერცხის გული. შეგიძლიათ მოაყაროთ ქუნჯუთი და აცხვეთ 180-200 გრდუსზე 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!


ცომეული / ღვეზელები / კარტოფილის ხვეულები ლორისა და ყველის გულსართით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.